დღე: 35

ღამე: 20

USD 2.7877

EUR 2.8426

რა ქონებას ფლობს პუტინის ყოფილი ცოლი? - გერმანული „დოიჩე ველე“ ლიუდმილა პუტინას შესახებ სტატიას აქვეყნებს 05.08.2022 17:23

 

გერმანული „დოიჩე ველე“ (Deutsche Welle) აქვეყნებს სტატიას სათაურით „რა ქონებას ფლობს პუტინის ყოფილი ცოლი“, რომელშიც საუბარია ოპოზიციონერ ალექსი ნავალნის გუნდის წევრების მიერ შექმნილი დოკუმენტური ფილმის შესახებ. 44-წუთიან ვიდეომასალა ეძღვნება რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი მეუღლის ლიუდმილა პუტინას (ოჩერეტნაიას) შემოსავლების წყაროებს, კერძოდ, მოსკოვის ცენტრში მდებარე ისტორიულ შენობას, რომელიც    მას ქალაქის ხელისუფლებამ გადასცა.


ალექსი ნავალნის გუნდის წევრი-მკვლევარების ინფორმაციით, ლიუდმილა პუტინა 2000-იანი წლების დასაწყისში სპეციალურად მისთვის შექმნილ „რუსული ენის განვითარების ცენტრს“ კურირებდა. მოსკოვის მერიამ, პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოს მითითებით, ამ ცენტრს ვოზდვიჟენკას ქუჩაზე არსებული 1774 წელს აგებული ისტორიული შენობა და მისი მიმდებარე მიწის ფართობი გადასცა, რომელიც კრემლთან ახლოს მდებარეობს. შენობა გაარემონტეს, ორი სართული დააშენეს და „პიროვნებათაშორისო კომუნიკაციების ცენტრი“ უწოდეს.


ამჟამად ამ ყველაფერს ლიუდმილას ახალი ქმარი არტურ ოჩერეტნი ხელმძღვანელობს, რომლის გვარი რუსეთის ლიდერის ყოფილმა ცოლმა 2015 წელს, მასზე გათხოვების შემდეგ მიიღო. არტურ ოჩერეტნიმ 10 მილიარდ რუბლად შეფასებული შენობა კომპანია „მერიდიანს“ მიაქირავა, რომელიც მის ცოლს, ანუ ლიუდმილა ოჩერეტნაიას ეკუთვნის. „მერიდიანი“, თავის მხრივ შენობა სუბიჯარის სახით „სბერბანკს“, „ვითიბი ბანკს“ და სხვა კომერციულ პროექტებს გადასცა. საბოლოო ჯამში, ალექსი ნავალნის გუნდის მკვლევარების გამოთვლით, პრეზიდენტის ყოფილი ცოლი შენობის გაქირავებით წელიწადში 250 მილიონ რუბლს (ანუ 4 მილიონ დოლარზე მეტს) იღებს.


ფილმის ავტორების მტკიცებით, „პიროვნებათაშორისო კომუნიკაციების ცენტრის“ დაფინანსებას დამატებით უზრუნველყოფს რამდენიმე ორგანიზაცია, მათ შორის მოსკოვის მერია, „გაზპრომბანკი“ და „სევერსტალბანკი“, რასაც პრეზიდენტის ცოლყოფილისათვის 415 მილიონი რუბლის (თითქმის 7 მილიონი დოლარის) მოგება მოაქვს. ამ ფულის მნიშვნელოვან ნაწილს კომპანია „მერიდიანი“ „ატრიალებს“, რის შედეგადაც მიღებული პროცენტებით არტურ ოჩერეტნი ყიდულობს სახლებს საფრანგეთის „ლაჟვარდოვან სანაპიროზე“, შვეიცარიაში და ესპანეთში.

პრეზიდენტის ცოლყოფილისა და მისი მეორე ქმრის საზღვარგარეთულ ქონებას მკვლევარები თითქმის 600 მილიონ დოლარად აფასებენ. მათი მონაცემებით, ლიუდმილა და არტური ფლობენ ვილას ფრანგულ კურორტ ბიარიცაზე, ერთ ბინას შვეიცარიის დავოსში და ორ ბინას ესპანეთის მალაგაში.


ლიუდმილა და არტურ ოჩერეტნები ევროკავშირის სანქციების სიაში შეტანილები არ არიან, თუმცა დიდი ბრიტანეთის მთავრობამ, თავის მხრივ, საჭიროდ ჩათვალა ვლადიმერ პუტინის ცოლყოფილისათვის სანქციები დაეწესებინა, რაც მიმდინარე წლის მაისში განახორციელა კიდეც.


წყარო

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ