დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"როცა ადამიანს მიახტები და ეტყვი: “რუსი რომ ხარ, ამიტომ ასე და ისე უნდა გიქნა“, ეს არის ქსენოფობიური დამოკიდებულება, სიბნელე და საშინელი გოიმობა" 05.08.2022 18:02

როდესაც გამოყოფ ადამიანს იმიტომ, რომ რუსი ან სხვა ეროვნებისაა, თუნდაც იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელსაც ოკუპირებული აქვს ტერიტორიები და მხოლოდ ეროვნული ნიშნით მიახტები და ეტყვი - “რუსი რომ ხარ, ამიტომ ასე უნდა გიქნა და ისე”, ეს არის ქსენოფობიური დამოკიდებულება, სიბნელე და საშინელი გოიმობა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ამასთან, მდინარაძემ რუსეთის მოქალაქეების მიერ „დედაენის ბარზე“ სავარაუდო კიბერშეტევაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს დაგეგმილი პროვოკაცია იყო.

 

„ამ რაღაც ერთ ბარზე რომ ვკონცენტრირდით, დაგეგმილ პროვოკაციებს რომ აჰყვები და დიდი ენთუზიაზმით ქსენოფობიურ კამპანიას რომ დაახურავ ზემოდან ქუდივით, ხომ უნდა მიხვდე, ჭკუა ხომ უნდა ეყოთ (ჭკუა კი ყოფნით, უბრალოდ სპეციალურად აკეთებენ), რომ ამას არ აჰყვნენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ