დღე: 35

ღამე: 20

USD 2.7877

EUR 2.8426

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში თავდასხმისას ისლამური ჯიჰადის ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს 06.08.2022 01:20

ისრაელის ოფიციალური პირების ცნობით, ისრაელის სამხედროებმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში საჰაერო თავდასხმის შედეგად ისლამური ჯიჰადის ჯგუფის მეთაური, ტეისირ ალ-ჯაბარი მოკლეს.

 გავრცელებული ინფორმაცია ისლამურმა ჯიჰადმაც დაადასტურა.

როგორც Reuters-ი წერს, სამხედრო ოპერაციის დროს ღაზას სექტორზე რამდენიმე საჰაერო დარტყმა განხორციელდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა, თუმცა დაჭრილების და დაღუპულების შესახებ მედიაში სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას საზღვრიდან 80 კილომეტრის რადიუსში ისრაელის ყველა ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.

ცნობისთვის, ჯაბარიამ ჩრდილოეთ ღაზის მართვა 2019 წელს დაიწყო, მას შემდეგ რაც მისი წინამორბედი ბაჰა აბუ ალ-ატუ ისრაელის მხარემ მოკლა

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ