დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

სისხლიანი ანგარიშსწორება კონდინციონერის პულტის გამო - 81 წლის მედიკოსი ბრალს აღიარებს 06.08.2022 18:26

ყოფით ნიადაგზე დაწყებული შელაპარაკება დაჭრით დასრულდა. კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის 

81 წლის ბრალდებულის უფლედამცველი ყვება, რომ დაკავებულს კაბინეტში ჰაერის გამაგრილებელი არ ქონდა და პროტესტის ნიშნად, კლინიკის ერთერთი ოთახიდან კონდიცინერის პულტი დამალა, სწორედ ამ პულტის დაბრუნებას ითხოვდა დისპანსერის ხელმძღვანელი.

ხელმძღვანელსა და ექიმს შორის დავა კონდიციონერის გამო დაიწყო.

ექიმმა მის დამსაქმებელს ცეცხლსასროლი ირაღიდან ესროლა. დაზარალებულის მდგომარეობა კი მძიმე, თუმცა სტაბილურია. მას დაზიანება მხრის ძვალზე და მუცლის არეში აქვს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ