დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაადასტურა, რომ თურქეთი რუსული გაზის საფასურს ნაწილობრივ რუბლებში გადაიხდის 06.08.2022 21:45

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაადასტურა, რომ თურქეთი რუსული გაზის საფასურს ნაწილობრივ რუბლებში გადაიხდის. ინფორმაციას უკრაინული მედია  თურქულ საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუზე“ დაყრდნობით ავრცელებს. 

კითხვაზე, შეთანხმდნენ თუ არა თურქეთისა და რუსეთის ლიდერები ბუნებრივ აირთან დაკავშირებით ახალ შეთანხმებაზე, ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთის კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც სურს ინვესტიცია განახორციელოს მის ეკონომიკაში.

დისკუსიის გაგრძელების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა აღიარა, რომ ის დათანხმდა რუსული გაზის რუბლებში გადახდას.

„ჩვენ შევთანხმდით პუტინთან რუბლებში გადახდაზე (ბუნებრივი გაზის ვაჭრობაში). იმედი მაქვს, ეს ორივე მხარეს ფინანსურ სარგებელს მოუტანს“, - აღნიშნა ერდოღანმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ