დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

ამირან გამყრელიძე არის ბოლო პერიოდის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პერსონა – თენგიზ ცერცვაძე 06.08.2022 23:26

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე, დაავადებათ კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძეზე სოციალურ ქსელში წერს:

“ამირან გამყრელიძე არის ბოლო პერიოდის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პერსონა, გამორჩეული პიროვნული ღირსებებით. ის არის დიდი პროფესიონალი და გლობალურად მოაზროვნე, საერთაშორისო აღიარების მქონე პიროვნება. ამირანი არის საქართველოს თანამედროვე ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი. მის სახელს უკავშირდება ყველაზე წარმატებული ჯანდაცვითი პროექტები და ინიციატივები. ის თავის შესანიშნავ მეუღლესთან ერთად არის დიდი და ტრადიციული ქართული ოჯახის ბურჯი. ბედნიერი ვარ, რომ მასთან მაკავშირებს ახალგაზრდობის დროინდელი დიდი მეგობრობა. დიდი მადლობა ამირან ყველაფრისთვის და საუკეთესო სურვილები მომავლისთვის! “– წერს თენგიზ ცერცვაძე.

შეგახსენებთ, რომ ამირან გამყრელიძემ დაავადებათა კონსტოლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობა 5 აგვისტოს დატოვა. მის მოვალეობას კი დროებით თამარ გაბუნია შეასრულებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ