დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

სროლა სომხეთ - აზერბაიჯანის საზღვარზე 07.08.2022 17:52

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე საბრძოლო პოზიციაზე აზერბაიჯანის მხრიდან განხორციელებული სროლის შედეგად სომეხი წვავამდელი ჯარისკაცი დაიჭრა. შემთხვევა 6 აგვისტოს, საღამოს მოხდა, ინფორმაციას კი "რადიო თავისუფლება" აზერბაიჯანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით კი გამოცემა წერს, რომ დაჭრილი სამხედროს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ოფიციალური ბაქო კი გავრცელებულ ინფორმაციას საზღვარზე სროლისა და სამხედროს დაჭრის შესახებ, უარყოფს.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ამ ინფორმაციას ყალბი უწოდა.
მანამდე, 3 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულობამ იმატა - მაშინ დაპირისპირებას 3 ჯარისკაცი ემსხვერპლა, 15 კი მძიმედ დაიჭრა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ