დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

"ყველაზე გასაიდუმლოებული "კოზირი" - რომელი რაკეტებით დაესხა თავს უკრაინა ყირიმს 10.08.2022 11:59

სამხედრო ექსპერტი გიგა ინაშვილი უკრაინის მიერ ყირიმზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

"დიდი ხანია მინდოდა ამ თემაზე დაპოსტვა მაგრამ თავს ვიკავებდი.

 

ომის დაწყების დღიდან ველოდი, რომ ეს სისტემაც ადრე თუ გვიან გამოჩნდებოდა. 

 

ყველაზე გასაიდუმლოებული უკრაინული "კოზირი". 

 

2013 წლიდან მოყოლებული უკრაინაში, ქალაქ დნიპროში არსებულ Южмаш-ის სარაკეტო ქარხანასთან არსებული საკონსტრუქტორო ბიურო "იუჟნოე" მუშაობდა ერთ-ერთ ყველაზე გასაიდუმლოებულ პროექტზე, უკრაინულ ოპერატიულ-ტაქტიკურ სარაკეტო კომპლექსზე Грім-2 რომლის პროექტიც ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან არსებობდა, თუმცა 90-იანების კრიზისის ფონზე არავის გახსენებია. თავიდან კომპლექსი მხოლოდ უკრაინის არმიისთვის განიხილებოდა, თუმცა 2016 წლიდან პროექტით საუდის არაბეთიც დაინტერესდა და საჭირო ფინანსებიც ჩადო... 

 

სამუშაოები უკიდურესად დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.  

 

უკვე 2018 წელს პირველი საჩვენებელი მანქანა კიევში სამხედრო აღლუმზეც გამოიყვანეს. 

 

სარაკეტო კომპლექსი დანიშნულებით, ტექნიკური თავისებურებებით და ტექნოლოგიურად რუსული "ისკანდერის" პირდაპირი ანალოგია. 

 

რა ეტაპზე იყო ომამდე პროექტი მიყვანილი დაზუსტებით უცნობია, არის ინფორმაცია, რომ გარდა მაკეტებისა რამდენიმე საბრძოლო რაკეტის დამზადებაც მოასწრეს.

 

ზოგადი ტტმ: 

ფრენის მანძილი - 500 კმ

რაკეტის მასა - 3500 კგ

ქობინის მასა - 480 კგ

რაკეტის სიგრძე - 7,2 მეტრი

დამიზნების სისტემა - GPS/INS

სიზუსტე - 50 მეტრი.

 

დაზიანების ფართობი:

- მსხვრევად-ფუგასური უნიტარული ქობინი - 10 000 მ2.

- კასეტური ქობინი - 2-3 ჰექტარი.

 

ყირიმში საკის აეროდრომს უკრაინელებმა დიდი ალბათობით სწორედ ამ რაკეტებით დაარტყეს! 

 

სხვათა შორის უკრაინის ტერიტორიის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილიდან მოსკოვსაც სწვდება,"- წერს  გიგა ინაშვილი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ