დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"კანონი აღარ მოსწონთ?- გაანადგურებენ, პრეზიდენტი აღარ მოწონთ? - ჩადებენ მიწაში, ევროკავშირი აღარ მოწონთ? - საქართველოში ომის გამჩაღებლობას დააბრალებენ" 10.08.2022 14:21

ჟურნალისტებთან "ლელოს" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა "ქართულ ოცნებაზე" საუბრისას განაცხადა, რომ  შესაძლოა ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის მოქმედი წესი გადაიხედოს. მან ასევე  აღნიშნა, რომ ამგვარი განცხადებები არ უკვირს, რადგან "ქართული ოცნება" მზად არის ყველაფერი "მიწასთან გაასწოროს", რაც მათ ინტერესებს არ შეესაბამება.

 

 

"ოცნება" სწორს ლაპარაკობს თუ არასწორს? - არასწორს ლაპარაკობს და კიდევ უფრო არასწორს აკეთებს! როგორც კი მიადგება რაიმე ისეთ საკითხს, რომელიც მათ ძალიან ვიწრო, ავტორიტარულ, პერსონალურ-ეგოისტურ მიზნებს არ შეესაბამება, მზად არიან მიწასთან გაასწორონ ყველაფერი: კანონი აღარ მოსწონთ?- გაანადგურებენ, პრეზიდენტი აღარ მოწონთ? - ჩადებენ მიწაში, ევროკავშირი აღარ მოწონთ? - საქართველოში ომის გამჩაღებლობას დააბრალებენ, ამერიკა აღარ მოწონთ? - ამერიკამ თურმე კონსპირაცია დაგეგმა ივანიშვილის წინააღმდეგ. აი, აქამდე არიან დასული, ყველას და ყველაფერს გადაუვლიან თუკი ის, მათ ვიწროპოლიტიკურ ამ წამიერ ინტერესს ეწინააღმდეგება. ამიტომ არ მიკვირს ამ ტიპის განცხადებები,"- განაცხადა უსუფაშვილმა.

 

 

ცნობისათვის, გუშინ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ცესკო-ს თავმჯდომარის 2/3- ით არჩევის წესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „ზოგიერთი თავსმოხვეული კანონი მანკიერია“ და შესაძლოა, მის შეცვლაზე იმსჯელონ. დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ თეორიულად შესაძლებელია ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესზე "ოდესღაც იმსჯელონ", მაგრამ დღეს ეს საკითხი არ განიხილება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ