დღე: 29

ღამე: 15

USD 2.8352

EUR 2.7482

"თურქეთისა და რუსეთის თანამშრომლობა ყველასთვის მომგებიანია" - Türkiye 10.08.2022 16:01

თურქულ გაზეთ Türkiye-ში დაბეჭდილია სტატია სათაურით „თურქეთისა და რუსეთის თანამშრომლობა ყველასთვის მომგებიანია“ (ავტორი - ჯევდეთ აიდოღმუში), რომელიც სოჭში რეჯეფ ერდოღანისა და ვლადიმერ პუტინის 5 აგვისტოს შეხვედრის შედეგებს ეხება.

 

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

 

„თურქეთმა რუსეთ-უკრაინის ომის პირველი დღეებიდანვე ნებაყოფლობით აიღო თავის თავზე შუამავლის ფუნქცია და შეიძლება ითქვას, ეკონომიკური ხიდი გახდა მოსკოვსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის, უპირველესად, სურსათისა და ენერგეტიკის სფეროებში. თურქეთი ცდილობს ხელი შეუწყოს ცეცხლის შეწყვეტასაც. მართალია, ანკარის მცდელობის მიმართ  ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას კრიტიკული დამოკიდებულება აქვს (ისინი ამაში თურქეთისა და რუსეთის დაახლოებას ხედავენ), მაგრამ ექსპერტები იმავდროულად ობიექტურად აღნიშნავენ, რომ თურქეთ-რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობა ერთგვარი ბალზამია დასავლეთის ჭრილობებზე, რომელიც უკრაინის ომმა და მასთან დაკავშირებულმა სანქციებმა გააჩინა.

 

„დასავლეთმა თურქეთს უნდა გაუგოს“

 

როგორც ულუდაღის უნივერსიტეტის პროფესორი ფერხათ ფირინჩი ამბობს გაზეთის ჟურნალისტთან საუბარში, ამჟამად ანკარა-მოსკოვის ურთიერთობა საერთაშორისო სისტემის ტრანსფორმაციის მიხედვით ვითარდება. „დღეს ორივე მხარე თავიანთ ურთიერთობას ისე წარმართავენ, რომ მასში აღარ არის „თეთრი“ და „შავი“, არის მეტი მრავალფეროვნება. იმ სფეროებშიც კი, რომლებშიც მეტ-ნაკლები უთანხმოებაა შენარჩუნებული, მაგალითად, სირიის საკითხში, რეჯეფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი შეხების წერტილებს ეძებენ და წარმატებით პოულობენ. ორი ქვეყნის უნიკალური ურთიერთობა სასარგებლო და მომგებიანი არა მარტო მათთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც. დასავლეთმა ანკარა-მოსკოვის ურთიერთობები კი არ უნდა გააკრიტიკოს, არამედ გაგებით უნდა შეხედოს“.

 

„მუქარად არ უნდა იქნას აღქმული“

 

ანკარის სულთან ბაიაზიდის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი ბილალ სამბური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ თურქეთი დიდი ხნის განმავლობაში დასავლურ კურსს ერთადერთ კურსად მიიჩნევდა.

 

„თურქეთი დრეს რუსეთთან და ჩინეთთან უფროა დაახლოებული, ვიდრე აშშ-სთან და ევროკავშირთან. ანკარა მოსკოვში სტრატეგიულ პარტნიორს ხედავს მრავალი საერთაშორისო პრობლემის მოგვარების საკითხში. სწორედ ამ თანამშრომლობის ნათელი შედეგია  ხორბლის დერეფნის ამოქმედება. უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ თურქეთი, ერთი მხრივ, რუსეთისთვის „მსოფლიოში გასასვლელ ფანჯარად“ იქცა, ხოლო მეორე მხრივ, ევროპისათვის - ყოველგვარი სანქციებისა და ემბარგოების მიუხედავად - რუსეთთან კავშირის არხად.

 

რუსეთსა და თურქეთს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების წყალობით, დასავლეთი, რუსეთი და სხვა ქვეყნები ბევრ უპირატესობას იღებენ. მოსკოვისა და ანკარის ახლო ურთიერთობა მუქარად არ უნდა იქნას აღქმული. რეჯეფ ედოღანისა და ვლადიმერ პუტინის თანამშრომლობა ყველასათვის მომგებიანია“, - ასკვნის ბილალ სამბური.

 

თურქეთ-რუსეთის დამოკიდებულების პერსპექტივის კომენტირებისას, პროფესორი ხაზს უსვამს, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობა კონკრეტულ პროექტებს ეყრდნობა: „არსებობს ჩვენი ურთიერთობების ორი ძლიერი ინდიკატორი: პირველი - თანამშრომლობა ატომურ ენეგეტიკაში: „აქუიას“ ატომური ელექტროსადგურის  მშენებლობა რუსეთის მონაწილეობით და მეორე - თანამშრომლობა სამხედრო  სფეროში: С-400 სარაკეტო კომპლექსებით სარგებლობა თურქეთის არმიის მიერ. ეს ორი მომენტი იმის ნიშნად უნდა ჩავთვალოთ, რომ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა დროებითი კი არ არის, არამედ მუდმივი და გრძელვადიანი“.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ