დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

"ნუ შეიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში" - თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს 10.08.2022 15:52

თბილისის მერიის განცხადებით, რუსული სანომრე ნიშნის მქონე სატვირთო მანქანას, რომელიც მელიქიშვილის გამზირზე გადაადგილდება, მერიის ინფრასტრუქტურულ პროექტებთან არანაირი კავშირი არ აქვს.

 

მათივე განცხადებით, სატვირთოს გადაადგილება მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს არ უკავშირდება და ის მერიის არცერთი კონტრაქტორი კომპანიის საკუთრებას არ წარმოადგენს.

 

„გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებებითა და სოციალური ქსელებით გავრცელებულ ფოტომასალას, რომლის მიხედვით, რუსული სანომრე ნიშნის მქონე სატვირთო მანქანა მელიქიშვილის გამზირზე გადაადგილდება.

 

გაცნობებთ, რომ აღნიშნულ ავტომანქანას თბილისის მერიის ინფრასტრუქტურულ პროექტებთან არანაირი კავშირი არ აქვს. მისი გადაადგილება მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს არ უკავშირდება და იგი არცერთი ჩვენი კონტრაქტორი კომპანიის საკუთრებას არ წარმოადგენს.

 

გვინდა, მივმართოთ მედიასაშუალებებს, ნუ შეიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში. ინფორმაციის დასაზუსტებლად თბილისის მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდით,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ