დღე: 29

ღამე: 15

USD 2.8352

EUR 2.7482

"რუსები, როგორც ტურისტები, არიან ევროპაშიც და ამერიკაშიც" - ანრი ოხანაშვილი 10.08.2022 17:07

რუსებიც და სხვებიც, როგორც ტურისტები, არიან ევროპაშიც, ამერიკაშიც და ძალიან ბევრ სხვა ქვეყანაში - არ მახსენდება რომელიმე ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადება, რომ ქვეყანაში შესვლის უფლება ვინმეს ეთნიკური ნიშნით უნდა შეეზღუდოს, - ასე უპასუხა “ქართული ოცნების” დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა რუსი ტურისტების თაობაზე დასმულ კითხვას.

 

აქვე ოხანაშვილმა ყურადღება “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონზე გაამახვილა და როგორც აღნიშნა, თუ ვინმეს აღნიშნული კანონი დარღვეული აქვს, შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს მიუხედავად იმისა, კანონის დამრღვევი პირი რუსია თუ სხვა.

 

„თუ ვინმეს დარღვეული აქვს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი, ეთნიკურ ნიშანს მნიშვნელობა არა აქვს - ყველა იმ პირის მიმართ, ვინც ამას გააკეთებს, შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს. ასევე, ყველა შესაბამისი უწყება 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის. ხალხის ეთნიკური ნიშნით დაყოფა არავითარ დემოკრატიულ პრინციპებში არ ჯდება.

 

ადამიანების ეთნიკური ნიშნით დაყოფა, ეს არის ქსენოფობია, ხოლო ძალადობისკენ წახალისება შესაძლოა, შუღლის გამომწვევ საკითხებში გადაიზარდოს, რაც ასევე დაუშვებულია“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ