დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის 20-წლიანი განვითარების გეგმაზე მუშაობა დაიწყო 12.08.2022 13:03

 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის 20-წლიანი განვითარების გეგმაზე მუშაობა დაიწყო.


გენერალური გეგმის შემუშავების პროცესში თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia თანამშრომლობს ავიაციის სფეროში ავტორიტეტულ საერთაშორისო საექსპერტო კომპანია - ADP Ingénierie (ADPI)-თან, რომელიც ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის რეგიონში აეროპორტების დაგეგმარებაში ერთ-ერთ წამყვან საექსპერტო და საკონსულტაციო კომპანიას წარმოადგენს.


ADPI-ის წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებიან. ისინი ადგილზე ეცნობიან აეროპორტის ინფრასტრუქტურას, ასევე, შეხვედრები გაიმართა სახელმწიფო უწყებების, საავიაციო ხელისუფლებისა და ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან.


აეროპორტის განვითარების გეგმაზე მუშაობა 2022 წლის ბოლოს დასრულდება და ის 2023 წლის იანვარში სახელმწიფოს გადაეცემა.


როგორც TAV Georgia- გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე აცხადებს, დოკუმენტი მოიცავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების ყველა მიმართულებას მომავალი 20 წლის განმავლობაში და მნიშვნელოვანია, რომტავიმსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის მქონე დოკუმენტს, სახელმწიფოს გადასცემს.


„ჩვენი დაკვეთით, ფრანგული კომპანია ADPI მუშაობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების 20-წლიან გეგმაზე. ამ ვიზიტის ფარგლებში ჯგუფს აქვს არაერთი შეხვედრა ჩვენს სხვადასხვა პარტნიორ კომპანიასთან. დოკუმენტი დასრულებული სახით გვექნება წლის ბოლოსთვის და ჩვენ ამ დოკუმენტს გადავცემთ საქართველოს სახელმწიფოს“, - განაცხადა თეა ზაქარაძემ.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ