დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

დაპირისპირების სავარაუდო მიზეზი ეჭვიანობა გახდა... - კახეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები 13.08.2022 23:36

მკვლელობა მოხდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში.

გავრცელებული ცნობით, 42 წლის ლევან ი. კარის მეზობელმა, ზვიად ღ-მა ცივი იარაღით მოკლა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მხარეებს შორის დაპირისპირების სავარაუდო მიზეზი ქალზე ეჭვიანობა გახდა.
არაშენდაში ამბობენ, რომ შემთხვევა სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც გარდაცვლილი თანასოფლელებთან ერთად ქეიფობდა.

ღ.-მა თანასოფლელს ადგილზე მიაკითხა და დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

ცხედარი ამ წუთებში ლევან სამხარაულის სახელობის გურჯაანის პროზექტურაში გადაასვენეს.

მკვლელობის ზუსტ მიზეზებს სამართალდამცველები ადგენენ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ