დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს 14.08.2022 14:03

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო დღეების განმავლობაში, საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება.

 

სააგენტოს ცნობით, მაღალ ტემპერატურასთან ერთად ქვეყნის ზოგიერთ რაიონში იქნება ქარიც, რაც ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს შექმნის.

 

„19 აგვისტომდე საქართველოს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება ჰაერის მაღალი ტემპერატურა, 34, 39 გრადუსი. 15 აგვისტოს მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად ზოგან ძლიერი ქარიცაა მოსალოდნელი, რაც ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს შექმნის“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ