"ჯორჯიან თაიმსი" გთავაზობთ დღის კალენდარს:
1057 წლის 15 აგვისტოს შოტლანდიის მეფე მაკბეტი მოკლულ იქნა ლუმპანანის ბრძოლაში მეფე მალკოლმ III მეომრების მიერ.
1185 წლის 15 აგვისტოს ქვაში ნაკვეთი ქალაქი ვარძია აკურთხა თამარ მეფემ.
1248 წლის 15 აგვისტოს კელნის საკათედრო ტაძრის მშენებლობა დაიწყო.
1261 წლის 15 აგვისტოს ლათინთა იმპერიის დამარცხების შემდეგ მიხეილ VIII პალეოლოგი შედის კონსტანტინოპოლში, რითაც აღდგა ბიზანტიის იმპერია.
1517 წლის 15 აგვისტოს ქალაქი პანამა დაარსდა, პანამაში.
1534 წლის 15 აგვისტოს იგნასიო ლოიოლამ და ფრანსის ხავიერმა სხვა სტუდენტებთან ერთად პარიზში დააარსეს იეზუიტთა ორდენი.
1537 წლის 15 აგვისტოს პარაგვაიში დაარსდა ქალაქი ასუნსიონი.
1620 წლის 15 აგვისტოს ხომალდი „მეიფლაუერი“ (Mayflower) საუზჰემპტონიდან, ინგლისი, ამერიკისკენ იღებს გეზს.
1824 წლის 15 აგვისტოს განთავისუფლებულმა ამერიკელმა მონებმა დააარსეს ლიბერია.
1843 წლის 15 აგვისტოს ტივოლის ბაღები, უძველესი დღემდე ხელშეუხები გასართობი პარკი მსოფლიოში, გაიხსნა კოპენჰაგენში (დანია).
1863 წლის 15 აგვისტოს საცუმას ომი იწყება საცუმას კლანსა და ბრიტანეთის ძალებს შორის.
1914 წლის 15 აგვისტოს პანამის არხი გაიხსნა ნაოსნობისთვის.
1945 წლის 15 აგვისტოს კორეის განთავისუფლების დღეა.
1947 წლის 15 აგვისტოს ინდოეთი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას აღწევს და თანამეგობრობა ხდება. ჯავაჰარლალ ნერუ მიმართავს ერს ინდოეთის დამოუკიდებლობის დეკლარაციით და ინდოეთის პირველი პრემიერ-მინისტრი ხდება.
1947 წლის 15 აგვისტოს პაკისტანის დამფუძნეველი, ქუაიდ-ი-აზმ მუჰამედ ალი ჯინა კარაჩიში პაკისტანის პირველ გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა.
1948 წლის 15 აგვისტოს კორეის რესპუბლიკა დაარსდა 38-ე პარალელის სამხრეთით.
1960 წლის 15 აგვისტოს კონგოს რესპუბლიკა საფრანგეთისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.
1961 წლის 15 აგვისტოს ბერლინის კედლის მშენებლობა იწყება.
1965 წლის 15 აგვისტო სტადიონის როკის დაბადება - The Beatles-ის კონცერტი ჩატარდა შის სტადიონზე ნიუ-იორკში 60.000 მაყურებლის წინაშე.
1975 წლის 15 აგვისტოს სამხედრო გადატრიალება ბანგლადეშში. შეიხი მუჯიბურ რაჰმანი ოჯახის წევრებთან ერთად მოკლეს.
2007 წლის 15 აგვისტოს 8.0 მაგნიტუდის მიწისძვრამ პერუს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge