დღე: 29

ღამე: 15

USD 2.8352

EUR 2.7482

აშშ-ის რეგრესი: რა ემართება ბაიდენის ამერიკას? 15.08.2022 15:54

ბრიტანული გამოცემა The Spectator აქვეყნებს სტატიას სათაურით „აშშ-ის რეგრესი: რა ემართება ბაიდენის ამერიკას?“ (ავტორი - ფრედი გრეი), რომელშიც განხულია აშშ-ის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ასპექტები დემოკრატების მმართველების დროს, კერძოდ, ჯოზეფ ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში.

 

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

 

გასაკვირი არაა, რომ ჩინეთი აშშ-სთან მიმართებით გათავხედებულია - სი ძინპინი უყურებს ამერიკას და ხედავს, რომ ზესახელმწიფო არამარტო დაცემას განიცდის, არამედ საბოლოოდ ხდება გერონტოკრატიის სიმბოლო.

 

ამას წინათ 82 წლის ნენსი პელოსი ტაივანს ეწვია, პეკინის მკაცრი გაფრთიხლების მიუხედავად. როგორც ჩანს, წარმომადგენლების პალატის სპიკერმა გადაწყვიტა ჩინეთისთვის ეცვენებინა, თუ ვინ ვინ არის და კამერების წინ კიდევ ერთხელ დაემტკიცებინა ამერიკის სიტყვა საქმე. მაგრამ რისთვის? იმისთვის, რომ მომდევნო დღეებში ჩინეთის არმიას ტაივანის ირგვლივ დაუსრულებელი სამხედრო წრთვნები მოეწყო და ნენსი პელოსის ვიზიტი კუნძულზე შეჭრის რეპეტიციის საბაბდ გამოეყენებინა. „ყოჩაღი“ ქალია ნენსი, ჩინეთს კარგი კოზირი მისცა!

 

რაც შეეხება ჯო ბაიდენს... 79 წლის უმაღლესი მთავარსარდალი, ნებით თუ უნებლიედ, საკმაოდ სასაცილო სიტუაციებში ვარდება. ჯერ იყო და როცა კენტუკის შტატში, ცოლთან ერთად, წყალდიდობის ადგილები დაათვალიერა, პირდაპირ ეთერში რეპორტაჟის დროს, პიჯაკი ძლივს ჩაიცვა, შემდეგ სათვალეები დაუვარდა... დღე არ გავა, რომ მოხუც ჯო ბაიდენს რაღაც სკანდალი არ შეემთხვეეს. მის შემხედვარეს ისეთი შთაბეჭდილება ექმნება, რომ პრეზიდენტი ძალიან მოტყდა და მისი მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება.

 

თუმცა ყველაზე მეტად არასახარბიელო სიტუაცია ამერიკაში დამნაშავეობის სფეროშია შესამჩნევი: ცეცხლმსროლელი ირაღის გამოყენებით ჩადენილი დანაშაულებების დონემ ისეთ სიმაღლეებს მიაღწია, რაც არასოდეს ყოფილა 1990-იანი წლების შემდეგ. შესაბრალისია ახალშობილთა მდგომარეობაც: რამდენიმე თვეა ამერიკაში ბავშვთა კვების პროდუქტები მწვავე დეფიციტია შექმნილი: „ახალშობილები ტირიან, ბავშვები კი მშიერები არიან“’, - ეს ნენსი პელოსიმ ჯერ კიდევ მაისში აღიარა, მაგრამ სიტუაცია დღემდე არ გამოსწორებულა. 

 

ასეთი პრობლემები მაღალგანვითარებული ეკონომიკის მქონ ქვეყანაში, პრინციპში, არ უნდა არსებობდეს, მაგრამ როგორც სი ძინპინმა ამასწინათ აღნიშნა, სამწუხაროდ, ამერიკა სულ უფრო სწრაფად ველურდება.

 

ბუნებრივია, აშშ ბანანის რესპუბლიკა არ არის, მაგრამ ბოლო დროს მას სულ უფრო ემსგავსება. რამდენიმე დღის წინათ გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ბიუროს თანამშრომლებმა ფლორიდაში ყოფილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვილა გაჩხრიკეს ოფიციალური დოკუმენტების პოვნის მიზნით - გამოდის, რომ 76 წლის პრეზიდენტი პატარა ბავშვია და არ იცის, რომ „პრეზიდეტის არქივის შესახებ“ კანონის თანახმად, საიდუმლო დოკუმენტების სახლში შენახვა არ შეიძლება. როგორც ჩანს, ეს სკანდალი მაინც უფრო იმ მიზანს ემსახურება, რომ დონალ ტრამპს ხელი შეუშალონ თავისი კანდიდატურა წამოაყენოს 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

 

სხვათა შორის, ამ ინციდენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ დონალდ ტრამპმა ისეთი ვიდეოკლიპი გაავრცელა, რომელიც საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის დაწყებად შეიძლება ჩაითვალოს: „როგორც ერი, ჩვენ რაღაც გაუგებარ წარმონაქმნად გადავიქცეით, მაგრამ მე მჯერა, წინ დიადი პერსპექტივა გველოდება“.

 

ამერიკაში შეთქმულების თეორიების პერიოდი დადგა: აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების მოახლოების კვალობაზე დემოკრატებს კოშმარები ესიმზმრებათ - ვაითუ რესპუბლიკელებმა გაიმარჯვონ და დონალდ ტრამპი ისევ დაბრუნდესო. ეჭვი არავის შეეპაროს იმაში, რომ რესპუბლიკელებს მართლაც „ხელები ექავებათ“: კონგრესში უმრავლესობის მოპოვების შემდეგ ისინი იმავწუთს ჯოზეფ ბაიდენის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კონტრგამოძიებას დაიწყებენ. ფლორიდაში „ეფ-ბე-აი-ს“  ანტიტრამპული რეიდიდან ორიოდე საათი არ იყო გასული, რომ წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის (რესპუბლიკელების) ლიდერმა კევინ მაკარტიმ სწორედ ეს განაცხადა: „იცოდეთ, როგორც კი ჩვენ წარმომადგენლების პალატაში უმრავლესობას დავიბრუნებთ, გამოძიების ფედერალურ ბიუროს ისეთ გამოძიებას მოვუწყობთ, რომ ყველა მათ უკანონო ქმედებას გამოვააშკარავებთო. გენერალური პროკურორის გასაგონად ვამბობ: ჯუდი ჰერლანდ, შეინახეთ თქვენი დოკუმენტები, თქვენ გამოგიძახებენ“.

 

რესპუბლიკელები თავიანთი ლიდერების მებრძოლი განცხადებებით აღტაცებულნი არიან. ეს გასაგებია, მაგრამ, სამწუხაროდ, ამერიკული დემოკრატია ბაგირის გადათრევას დაემსგავსა, რომლის დროსაც მმართველი პარტია და ოპოზიცია ერთმანეთის „მოწამვლით“ არიან დაკავებულნი, ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებს კი არავინ არ წყვეტს.

 

დავუბრუნდეთ ისევ ჯო ბაიდენს: ბოლო დღეებში ვაშინგტონში დემოკრატიული პარტიის პროპაგანდისტული მანქანა პირზე ქაფმოდებული ირწმუნება, რომ დემოკრატებისა და თეთრი სახლის გამარჯვება გარდაუვალია. არადა, გამოკითხვების თანახმად, ამერიკელების 70% თვლის, რომ ქვეყანა იქით მიდის, საითაც არ უნდა მიდიოდეს,, მაგრამ მასმედიას რომ მოუსმინო, გამოდის, რომ ჯო ბაიდენი „იღბლიანი პერიოდი“ დაუდგა და ეკონომიკურ და ეკოლოგიურ წამოწყებებში წარმატებებს აღწევს.

 

დიახ, ჯო ბაიდენის გუნდს შეუძლია იამაყოს დასაქმების რეკორდული მაჩვენებლებით. კაცმა რომ თქვას, ასეთი დონე მართლაც საამაყოდ ჟღერს და ყურს სასიამოვნოდ ესმის... მაგრამ თუ იმავდროულად გავიაზრებთ იმას, რომ ცხოვრება სწრაფად ძვირდება, რეალური ხელფასი მცირდება და ეკონომიკური ვარდნა უკვე მეორე კვარტლის განმავლობაში ხდება, მაშინ...

 

შეიძლება დემოკრატები, რომლებიც „ეკონომიკური აღმავლობის“ ლეგენდას აპიარებენ, დარწმუნებულნი არიან, რომ მოხუცი ჯო ბაიდენი „ნახტომისათვის“ ემზადება, ან უბრალოდ, ჰგონიათ, რომ „წარმატებული“ პრეზიდენტი მიხვდება, რომ დროა გვერდზე გადგეს და 2024 წლის არჩევნებში ასპარეზი სხვა კანდიდატს დაუთმოს. მოკლედ, როგორც არ უნდა იყოს, აშკარაა, რომ ამერიკული პოლიტიკის „საშინელებები“ გრძელდება...

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ