დღე: 29

ღამე: 15

USD 2.8352

EUR 2.7482

"ნაციონალური მოძრაობა" არ იცვლის ზნეს - ანრი ოხანაშვილი 15.08.2022 20:43

„ნაციონალური მოძრაობა“ არ იცვლის ზნეს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სასამართლო სისტემის რეფორმის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

 

როგორც მან აღნიშნა, „ნაცმოძრაობისთვის“ მთავარია, რომ საბჭოში წევრები ჰყავდეს და უმცირესობას უმრავლესობის გადაწყვეტილებების ბლოკირება შეეძლოს.

 

„რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს ხალხი არ იცვლის ზნეს, როგორც ადრე სურდათ ჰქონოდათ ძალაუფლების ბერკეტი სასამართლოში, მათ ახლაც სურთ იხელმძღვანელონ არა საუკეთესო სამუშაო პრაქტიკით, არამედ საბჭოს გადაწყვეტილებების დაბლოკვით, ისეთი მექანიზმების შემოტანით, რომელიც არ შეესაბამება საერთაშორისო მიდგომებს და პირიქით, არღვევს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის პრინციპებს. არ იცვლის ეს ხალხი ზნეს, მათი მიზანი არის არა სასამართლო სისტემის კიდევ უფრო გაუმჯობესება და შემდგომი წვლილის შეტანა სასამართლო განვითარებაში, არამედ დაუფარავად აცხადებენ, რომ სურთ ისეთი მექანიზმების შემოტანა, რომელიც არავითარ საერთაშორისო სტანდარტში არ ჯდება. მთავარია მათ ჰყავდეთ წევრები საბჭოში და უმცირესობას შეეძლოს უმრავლესობის გადაწყვეტილებების ბლოკირება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ