დღე: 29

ღამე: 15

USD 2.8352

EUR 2.7482

ქვეყანაში ტემპერატურამ უნდა დაიკლოს – წინააღმდეგ შემთხვევაში, საშინელი რამ მოხდება, ხალხი მორიგ გაიძვერობას არ მოითმენს - დონალდ ტრამპი 15.08.2022 23:07

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქვეყანაში ტემპერატურამ უნდა დაიკლოს.

 

როგორც მან Fox News-თან ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, ამერიკელი ხალხი მორიგ გაიძვერობას არ მოითმენს.

 

„ქვეყანა ძალიან სახიფათო მდგომარეობაშია. უზარმაზარი აღშფოთებაა, როგორიც აქამდე არასდროს მინახავს. ამის მიზეზი ის გაიძვერობაა, რასაც აქამდე ადგილი ჰქონდა. თაღლითობისა და კუდიანებზე ნადირობის წლები“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

 

„თუ რამე შეგვიძლია გავაკეთოთ დასახმარებლად, მე და ჩემი გუნდი, რა თქმა უნდა, მზად ვართ ამისთვის. არასდროს ყოფილა მსგავსი რამ, რომ სამართალდამცველები ყოფილი პრეზიდენტის სახლში შეჭრისთვის გამოეყენებინათ. ქვეყანაში უზარმაზარი აღშფოთებაა – ისეთ დონეზე, რომელიც აქამდე არასდროს ყოფილა. ყველაფერს გავაკეთებ, რათა ქვეყანას დავეხმარო“, – განაცხადა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.

 

მისი თქმით, ხალხი ძალიან გაბრაზებულია იმის გამო, რაც ხდება.

 

„ქვეყანაში ტემპერატურამ უნდა დაიკლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საშინელი რამ მოხდება. ხალხი მორიგ გაიძვერობას არ მოითმენს“, – აღნიშნა ტრამპმა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ