დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"ღვინის მთელი ექსპორტი არაა მიბმული რუსეთზე, დაახლოებით ნახევარია"- ამირან სალუქვაძე 16.08.2022 12:18

პეტრე ცისკარიშვილი აღელდა ჩვენი მეღვინეობის ბედით. როგორც სჩვევიათ, პანიკა სიცრუეზე უნდა ააგონ. ღვინის მთელი ექსპორტი "ქოცნებამ" რუსეთს მიაბაო, თქვა ერთიანი კრიმინალური მოძრაობის გენმდივანმა. ბადაგონის ღვინო კანალიზაციაში ჩაასხეს, ცალკე განცხადებებით ანგრიეს მეღვიეობა-მევენახეობა, რუსული ბაზარი ფეკალიებსაც აიტანსო, ბორჯომი და ღვინო საკუთარი ბიომასებით გაამდიდრეს, ვენახები ააჩეხინეს, ჰოდა რა ადარდებთ, ვერ გამიგია?!- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი ამირან სალუქვაძე წერს.

 

მისი თქმით, მთელი ექსპორტი არაა მიბმული რუსეთზე, დაახლოებით ნახევარია.

 

"აქამდე ყველაფერი გააკეთეს მეღვინეობის გასანადგურებლად და ახლა ანერვიულდნენ? ამათთვის რა მნიშვნელობა აქვს მეღვინეობა გვექნება, თუ არ გვექნება, ან ღვინო სად წავა?


მთელი ექსპორტი არაა მიბმული რუსეთზე, დაახლოებით ნახევარია.


ყურძნის მოსავალი 2012 წელთან შედარებით 6-ჯერ გაიზარდა, ღვინის ექსპორტი 2012 წელთან შედარებით 5-ჯერაა გაზრდილი. ასევე 5-ჯერაა გაზრდილი მევენახეობით მიღებული შემოსავლები.


რაც 2012 წელს ღვინის ექსპორტი იყო, იმაზე 2,5-3-ჯერ მეტი ღვინო სხვა ქვეყნებში გავიდა: ჩინეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, პოლონეთში და კიდევ 50-ზე მეტ ქვეყანაში.


ჰოდა, დაიმშვიდეთ ნერვები. უკეთესი სტრატეგიის შემოთავაზება ოპოზიციას არ შეგიძლიათ, არც უკეთესი ოპოზიციის.


ბაზრის დივერსიფიცირებაზე რომ მუშაობენ, ზემოთ მოყვანილო ციფრი ამტკიცებს. მაგალითად, 2018 წელს ჩინეთში 7 მილიონამდე ბოთლი ღვინო იქნა ექსპორტირებული, უკრაინაში 10 მლნ, პოლონეთში და ყაზახეთში ჯამში 7 მლნ ბოთლი, მატების ტენდენციებია ევროპის ქვეყნებში, აშშ-ში და ა.შ.


ასე რომ, ქვეყნის რყევებს თუ შეეშვებით და თუ დუნიაზე მშვიდობა იქნა, ექსპორტი კიდევ უფრო გაიზრდება. თუ გაქვთ ქმედითი წინადადება, გაახმოვანეთ..."- წერს ამირან სალუქვაძე.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ