დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

"უკრაინელთა კანონიერ საკუთრებას „აორთქლება“ ხომ არ ემუქრება?!" 16.08.2022 13:30

"ჯორჯიან თაიმსის" ბლოგი


ავტორი: დავით ზარდიაშვილი

 

უკრაინის სახელმწიფო გამოძიების ბიუროს პრეს-სამსახურის ცნობით, უკრაინელმა ჩინოვნიკებმა ისარგებლეს რა სამხედრო მდგომარეობით, ომის პირველსავე დღეებში თავხედურად დაიტაცეს  უკრაინის საწარმოების კუთვნილი ერთი ეშელონი - 40  ვაგონი ტვირთი. ეს ტვირთი, რომელიც რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა 24 თებერვალს და უკრაინის იურიდიულ პირებს ეკუთვნოდათ,  ჩინოვნიკებმა თვალთმაქცურად გააფორმეს როგორც რუსეთის ფედერაციის საკუთრება, რაც საომარი მდგომარეობის გამო რეკვიზირებასა და ნაციონალიზაციას ექვემდებარება; ხოლო შემდეგ, ვითომცდა ნაციონალიზებული ეს ტვირთი გადაზიდეს წინასწარ შერჩეულ ადგილას, "შეაყენეს ჩიხში" და მთლიანად დაიტაცეს. ტვირთი, რომელიც შეძენილი იყო რუსეთში და სრულად უკრაინულ საწარმოებს ეკუთვნოდათ, ძირითადად სწრაფად ლიკვიდურ და იოლად რეალიზებად  საქონელს - საწვავს წარმოადგენდა (დიზელს, თხევად გაზს და ქვანახშირს). 

 

აღსანიშნავია, რომ ომის მდგომარეობით ბოროტად სარგებლობა და მსგავსი უტიფრობით ჩადენილი სამოხელეო დანაშაული, როცა შესაძლებელი გახდა დღისით, მზისით,  მთელი ეშელონის უკვალოდ “აორთქლება“, რაიმე საგანგებო შემთხვევას სულაც არ წარმოადგენს და საკმაოდ ხშირია უკიდურესად კორუმპირებულ უკრაინელ ჩინოვნიკთა შორის. 

 

ამ სიმპტომატური დანაშაულის ხასიათი თითქოს სიმბოლურიცაა, რადგან ასეთ კითხვას, რაც უფრო და უფრო ხშირად ისმება, მართლაც აღძრავს: ვაითუ უკრაინის სახელმწიფოსაც, როგორც იმ ეშელონს, მართალია,  რუსული წარმომავლობის, მაგრამ უკვე უკრაინელთა კანონიერ საკუთრებას, ასევე „აორთქლება“ ხომ არ ემუქრება?!   კითხვა სრულიად ლეგიტიმურია და საუბედუროდ, მას  ცალსახად დამაიმედებელი  პასუხი ჯერჯერობით არა აქვს. 

 

მით უმეტეს, რომ განსაკუთრებით საეჭვოა თავად „სუპერ-გმირი“ ზელენსკის უახლოესი გარემოცვის - მათ შორის, მაგ. თუნდაც ერმაკისა თუ არახამიას „საქმენი საგმირონი“, რომლებიც უკრაინის სახელმწიფოს სწორედ ანალოგიურად,  როგორც ომის მდგომარეობაში იოლად დასატაცებელ ეშელონს, ისე უყურებენ და აშკარად ცდილობენ მის ისეთ რელსებზე გადაყვანას, რაც სადმე  „მოყუჩებულ ადგილას“ შეყვანას და "ჩიხში შეყენებას" უზრუნველყოფს, რათა რაც შეიძლება მაქსიმალურად მოითბონ ხელი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ