დღე: 29

ღამე: 15

USD 2.8352

EUR 2.7482

"ოპოზიციას არავითარი რესურსი არ გააჩნია, რომ რაიმე საბოტაჟი მოაწყოს და ხელისუფლება დაამარცხოს" 16.08.2022 16:36

საბედნიეროდ დღეს მათ ხელთ არ აქვთ ის ბერკეტები, რომელიც მისცემდა შესაძლებლობას, საბოტაჟი მოეწყოთ. ამიტომ, მგონია, ტერმინებშიც აღრეულები არიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ოპოზიციის ნაწილის მიერ, სექტემბერში დაანონსებულ მოქმედებებთან დაკავშირებით განაცხადა.

 

მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილს, რომელიც საბოტაჟის მოწყობას აანონსებს, ამის არავითარი რესურსი არ გააჩნია.

 

„არავითარი რესურსი და შესაძლებლობა, რომ რაიმე საბოტაჟი მოაწყონ, ამ ხალხს, რომლებიც ასე არიან განწყობილნი, რომ ქვეყანას ებრძოლონ, ხელისუფლება დაამარცხონ, ამის რესურსი არ გააჩნიათ. საბედნიეროდ, ბრძენია ქართველი ხალხი, რომელიც არ ანიჭებს იმაზე მეტ მანდატს, ვიდრე იყვნენ ოპოზიციაში. აქედან გამომდინარე, ამის ნურავის შეეშინდება, რომ ისინი მოახერხებენ დესტრუქციული გეგმების განხორციელებას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იმ მიზნით, რომ დააზიანონ ხელისუფლება. ამას ისინი ვერ მოახერხებენ. რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, ამ ყველაფერში მათ არ აქვთ მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობისგან“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ