დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

"ყელში ამოვიდა პოლიტიკოსების ამდენი უსაგნო დავა და უთანხმოება"- „იტალიელ ესმერალდა" 16.08.2022 16:53

როგორც ბრიტანული „გარდიანი“ (The Guardian) წერს, იტალიური კინოს ლეგენდამ, ცნობილმა მსახიობმა ჯინა ლოლობრიჯიდამ გაზეთ „კორიერა დელა სერასათვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ გადაწყვიტა მონაწილეობა მიიღოს საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც მომავალ თვეში უნდა ჩატარდეს: „ყელში ამოვიდა პოლიტიკოსების ამდენი უსაგნო დავა და უთანხმოება“, - განაცხადა მსახიობმა, რომელიც ახლახან, ივლისში 95 წლის გახდა.

 

„იტალიელ ესმერალდას“ იმედი აქვს, რომ საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი პარტია „სუვერენული და სახალხო იტალიის“ მეშვეობით გახდება, რომელსაც ევროსკეპტიკური შეხედულებები აქვს, უკრაინისათვის იარაღით დახმარების წინააღმდეგ გამოდის და მხარს არ უჭერს ნატოს გაფართოებას.

 

მსახიობის თქმით, მისთვის მთავარ სამაგალითო ადამიანს ინდოელი მაჰათმა განდი წარმოადგენს. „მე დიდი მეგობარი მყავდა - ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ინდირა განდი. იგი რომში როცა ჩამოდიოდა ხოლმე, მე აუცილებლად მხვდებოდა. არაჩვეულებრივი ქალი იყო“, - ამბობს ინტერვიუში იტალიელი მსახიობი.

 

ჯინა ლოლობრიჯიდა ცნობილია ჰოლივუდის „ოქროს საუკუნის“ ფილმებით „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ (ესმერალდას როლში), „სოლომონი და შება“ და სხვა მრავალი კინოსურათით.

 

მსახიობს პოლიტიკაში მოსვლა 1999 წელსაც სურდა, როცა ევროპარლამენტის წევრობას აპირებდა, რომანო პროდის დემოკრატიული პარტიის კანდიდატის სახით, თუმცა სასამართლომ ბოლო მომენტში ჩათვალა, რომ მსახიობი კანონს არღვევდა - მას მეურვე ჭირდებოდა, რათა ქონება დაცული ყოფილიყო.

 

ჯინა ლოლობრიჯიდას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ იგი ხანდაზმულია, მას უდიდესი ენერგია აქვს მნიშვნელოვანი საქმის გასაკეთებლად, „განსაკუთრებით მშობლიური იტალიისა და იტალიელი ხალხისათვის“.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ