დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

"ძალიან დიდი უმადურობაა, რომ ასეთი ტექსტებით დაუპირისპირდე აშშ-ს" - ლევან იოსელიანი 16.08.2022 17:22

არ ვიზიარებ „ხალხის ძალის“ განცხადების შინაარსს, ძალიან დიდი უმადურობაა, რომ ასეთი ტექსტებით დაუპირისპირდე აშშ-ს, – ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების, „ხალხის ძალის“ წევრების მიერ დღეს გავრცელებული განცხადება.

 

„მე ვარ ამ სამუშაო ჯგუფის მონაწილე, აშშ-ის საელჩოს დოკუმენტს ვიცნობ და ეს არის რეკომენდაცია. ის, რომ იქ არის სიტყვა „უნდა“ გამოყენებული, ეს ბუნებრივია, რადგან ინგლისურში ამ სიტყვას აქვს სამი აღმნიშვნელი, რომელთაგან მხოლოდ ერთი არის კატეგორიული და დანარჩენი ორი სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს. ამიტომ ვურჩევდი, რომ ინგლისურ ვერსიას გაეცნონ ეს ადამიანები.


გარდა ამისა, ზოგადად არ მიმაჩნია სწორად, რომ 30-წლიანი ისტორია, რომელიც აკავშირებს საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც იყო მთელი ამ 30 წლის მანძილზე საქართველოს მხარდაჭერა და სხვა არაფერი – აი, ასეთი ტექსტებით დაუპირისპირდე, ეს არის ძალიან დიდი უმადურობა ამ ყველაფრის მიმართ. შენ რაღაც პოლიტიკურ კონტექსტს, დღეს არსებულ ინტერესს არ უნდა გადააყოლო უფრო მნიშვნელოვანი, საქართველოს და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ასეთი ხანგრძლივი ურთიერთობა და ეს არ არის მარტო ურთიერთობა, ეს არის ყოველ ჯერზე საქართველოს მხარდაჭერა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

 

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა განცხადება დღეს გაავრცელეს.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ