დღე: 29

ღამე: 15

USD 2.8352

EUR 2.7482

"რუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს"-სერგეი შოიგუ 16.08.2022 17:57

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ უკრაინაში "ბირთვული იარაღის გამოყენების აუცილებლობა არ დგას".


მოსკოვის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, შოიგუმ განაცხადა:


"სამხედრო თვალსაზრისით, დასახული მიზნების მისაღწევად, უკრაინაში არ არის საჭირო ბირთვული იარაღის გამოყენება".


მისივე თქმით, რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის თანახმად, რუსეთის ბირთვული იარაღის მთავარი დანიშნულება ბირთვული თავდასხმის შეკავებაა.


ამასთან, შოიგუს მტკიცებით, უკრაინის სამხედრო მოქმედებებს აშშ-ში და ბრიტანეთში გეგმავენ და რომ ნატომ აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ჯარების განლაგება "რამდენჯერმე" გაზარდა.


შოიგუმ უკრაინისთვის დასავლეთის მიერ მიწოდებულ შეიარაღებაზეც ილაპარაკა. მისი თქმით, უკრაინაში "გაქარწყლდა მითი დასავლური სუპერიარაღის" თაობაზე და უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არ ახდენს გავლენას "რუსეთის სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობაზე".


ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ