დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

საოკუპაციო ხაზთან, ლითონის ორ ცალ ბოძზე, ხელყუმბარა აღმოაჩინეს 21.08.2022 11:11

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ, ონის მუნიციპალიტეტში აღმოჩენილი საბრძოლო მასალის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო. 

20 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ირში, ე.წ. საოკუპაციო ხაზთან, სადაც განთავსებულია გამაფრთხილებელი ბანერები, ლითონის ორ ცალ ბოძზე, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აღმოჩენილი იქნა სავარაუდო საბრძოლო მასალა F-1 ტიპის მსგავსი ასაფეთქებელი მოწყობილობა - ხელყუმბარა.

პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გამოძიების პროცესში, გამნაღმველების მონაწილეობით მოხდა, F-1 ტიპის მსგავსი, ე.წ. სტრაიგ ბოლის სასწავლო-ხმოვანი, პლასტიკური კორპუსის მქონე ხელყუმბარების ამოღება, რომლებიც უსაფრთხოების მიზნით, გამნაღმველების მიერ ადგილზევე იქნა განადგურებული.

საბრძოლო მასალის აღმოჩენის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით გრძელდება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ