დღე: 36

ღამე: 22

USD 2.705

EUR 3.0872

გერმანიაში 800 ფრენა გააუქმეს, რის გამოც 130 000-მდე მგზავრი დაზარალდა 02.09.2022 15:18

გერმანული ავიაკომპანია „ლუფჰანზას“ მფრინავები ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ, რის გამოც ავიაკომპანია იძულებული გახდა, ასობით რეისი გაეუქმებინა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

 

ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ პარასკევს ფრანკფურტსა და მიუნხენში დაახლოებით 800 ფრენა გააუქმეს, რის გამოც დაახლოებით 130 000 მგზავრი დაზარალდა.

 

პროფკავშირმა Vereinigung Cockpit-მა ავიაკომპანიის 5 000-ზე მეტ მფრინავს 24-საათიანი გაფიცვისკენ მას შემდეგ მოუწოდა, რაც ხელფასის ზრდის შესახებ მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი ჩაიშალა. პროფკავშირი მიმდინარე წელს მფრინავებისთვის ხელფასის 5.5 პროცენტით გაზრდას და ინფლაციის ავტომატური კომპენსაციის დაწესებას ითხოვს.

 

კომპანია „ლუფთჰანზაში“ განმარტავენ, რომ აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება პერსონალის ხარჯებს მომავალი ორი წლის განმავლობაში 40%-ით, ანუ 900 მილიონი ევროთი გაზრდის. ავიაკომპანია მფრინავებს ხელფასის ორ ეტაპად, ჯამში 900 ევროთი გაზრდას სთავაზობს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge