დღე: 29

ღამე: 15

USD 2.8352

EUR 2.7482

"მრავალმხრივი კავშირები“: პრინციპი „ჩემი მეგობრის მტერი ჩემი მტერია" - Le Figaro 21.09.2022 15:48

ფრანგული გაზეთი „ლე ფიგარო” (Le Figaro) რუბრიკით „დიპლომატიის გაკვეთილები“ აქვეყნებს პოლიტიკური მიმომხილველის რენო ჟირარის სტატიას სათაურით „მრავალმხრივი კავშირები“: პრინციპი „ჩემი მეგობრის მტერი ჩემი მტერია“, უკვე მოძველდა“. მასში განხილულია თანამედროვე აღმოსავლური დიპლომატიის სპეციფიკა, რომელსაც თურქეთი, ინდოეთი და რიგი ქვეყნები ატარებენ - სამარყანდში გამართული შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა სამიტის ფონზე.

 

„მშვენიერ აღმოსავლურ ქალაქ სამარყანდში ჩვენ დავინახეთ, რომ თურქეთის, აზერბაიჯანის, რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტები კარგად გაშლილ სუფრაზე ისხდნენ და მეგობრულად მასლაათობდნენ. თურქეთი დასავლეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ალიანსის - ნატოს წევრი ქვეყანაა, რომელიც იმავე დასავლეთის მიერ რუსეთის მიმართ გამოცხადებულ სანქციებს არ შეუერთდა, თუმცა კრემლის მოწინააღმდეგეს - უკრაინას მნიშვნელოვან ფინანსურ, მატერიალურ და სამხედრო-ტაქტიკურ დახმარებას უწევს. სუფრაზე მყოფი პრეზიდენტების შემხედველი ადამიანი, ალბათ, გაიფიქრებდა, რომ ძველი დიპლომატიური პრინციპი - „ჩემი მეგობრების მტრები ჩემი მტრებიც არიან“, - როგორც ჩანს, უკვე მოძველდა.

 

ეს ნიშნავს იმას, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი მაქსიმალურად იყენებს ნატოს წევრობას, რომლის შემადგენლობაში 1952 წლიდან შედის და ევროპასთან ხელმოწერილ ეკონომიკური ასოცირების შეთანხმებას (1963 წლიდან), იმავდროულად კი რუსეთთან პოლიტიკურ-ეკონომიკურ პარტნიორობას ინარჩუნებს, ანუ დიპლომატიური მანევრებისათვის ანკარას მაქსიმალური თავისუფლება აქვს. რეჯეფ ერდოღანს სურს, რომ სამომავლოდაც დარჩეს დასავლეთის მოკავშირე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ჩარჩოებში, მაგრამ მის წინაშე არ დგას საკითხი, რომ მხოლოდ ვაშინგტონის ნებას დაჰყვეს და თავისი ინტერესები უკან დასწიოს.

 

უკრაინის კონფლიქტმა თურქეთს სამი ისტორიული შესაძლებლობა მისცა, რომლებითაც პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი შესანიშნავად სარგებლობს. 

 

ჯერ ერთი, რომ ანკარა თავისი სამხედრო მრეწველობის მიღწევების რეკლამირებას ახდენს: მისი დრონები - „ბაირაქტარები“, რომლებიც უკრაინას რეალურ ფასში მიჰყიდა 2022 წლის დასაწყისში, დრეს მთელ მსოფლიოში დიდი მოთხოვნილებით სარგებლობს. სხვათა შორის, დრონების კონკურენტუნარიანობის საკითხში საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ სერიოზული წარუმატებლობას განიცადა;  მეორე - თურქეთი რუსულ გაზს შეუფერხებლად იღებს, ანკარა კარგად სარგებლობს დასავლეთისგან შერისხული რუსი ოლიგარქების ფულით, რომლებიც მათ რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან თურქეთში გადაქაჩეს და მესამე - თურქეთი პოტენციური მშვიდობისმყოფელისა და შუამავლის როლის შემსრულებლის სახით გამოდის რუსეთსა და უკრაინას შორის. ყველას ახსოვს, რომ სწორედ რეჯეფ ერდოღანმა მოახერხა სტამბოლში რუსებისა და უკრაინელების შეხვედრა და ოდესა-ბოსფორის საზღვაო უსაფრთხო დერეფნის ექმნა უზრუნველყო, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისათვის.

 

ოდესღაც რეჯეფ ერდოღანს მკაცრად აკრიტიკებდნენ განგსტერული მოქმედების გამო სირიაში, ლიბიაში და კვიპროსთან ახლოს, მაგრამ დღეს თურქ ლიდერს ისეთი შარავანდედი აქვს, რომ მისი ნობელის პრემიაზე წარდგენაც „შეიძლება“. სინამდვილეში თურქეთის პრეზიდენტი, რომელიც „ძმები მუსლიმანების“ ორგანიზაციის იდეებით არის გაზრდილი და რომელსაც ნაციონალისტური ხედვები აქვს, არად დაგიდევთ მორალს და მტკიცედ ატარებს თურქეთის საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს.

 

სამრყანდში შანხაის ორგანიზაციის სამიტში აზიის კიდევ ერთი სახელმწიფოც მონაწილეობდა, რომელიც ასევე ცდილობს თავისი პოლიტიკის გატარებისას „ხელფეხშეკრული არ იყოს“: ინდოეთი. ნიუ-დელი კარგად სარგებლობს იმ სამოქალაქო ბირთვული ენერგეტიკის შეთანხმებით, რომელიც 2008 წელს დაიდო აშშ-თან (მთავარ ფიგურანტთან) და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებთან, მაგრამ იმავდროულად ინდოეთი არ შეუერთდა ამერიკულ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. მოსკოვი ნიუ-დელის კარგი მეგობარია: რუსები ინდოელებს, მათი დამოუკიდებლობის გამოცხადების დროიდან, ყველაფერში ეხმარებოდნენ. რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრს ნარენდრა მოდის ეს კარგად ახსოვს და, ალბათ, ამიტომ გაეროში რეზოლუციის კენჭისყრის დროს ხმა რუსეთის წინააღმდეგ არ მიუცია. მადლიერი რუსეთი ინდოეთს ნავთობს და გაზს იაფად აძლევს, ინდოეთიც დიდი რაოდენობით ყიდულობს - ბევრად მეტს, ვიდრე უკრაინის ომამდე ყიდულობდა.

 

ბანდუნგის (ინდონეზია) კონფერენციაზე (1955 წ.), როცა „მიუმხრობლობის მოძრაობა“ დაფუძნდა, ინდოეთის იმდროინდელი ლიდერი ჯავაჰარლალ ნერუც მონაწილეობდა. ეს მოძრაობა შეიქმნა არაძალადობის პრინციპის საფუძველზე, რომელსაც ინდოელი სახალხო ლიდერი მაჰათმა განდი ქადაგებდა. ჯავაჰარლალ ნერუსათვის ეს იდეა უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო, მას გულწრფელად სჯეროდა - დადგებოდა დრო და სახელმწიფოებს შორის ძალადობა აღარ იქნებოდა. საინტერესოა, რომ მიუმხრობლობის მოძრაობის“ მხარდამჭერები ერთნაირად აკრიტიკებდნენ აშშ-საც და საბჭოთა კავშირსაც, რომლებიც თავიანთი ინტერესების გასატარებლად ძალას და იარაღს უყოყმანოდ იყენებდნენ. მაგრამ 1962 წელს მეზობელ პაკისტანთან მომხდარმა კონფლიქტმა ჯავაჰარლალ ნერუს პოზიცია შეაცვლევინა.

 

დღეს ინდოეთის რეალისტ მინისტრს - საგარეო უწყების ხელმძღვანელს სუბრამანიამ ჯაიშანკარს განზრახული აქვს გლობალური წინააღმდეგობები ინდოეთის სასარგებლოდ გამოიყენოს. იგი ისეთი იდეებით გამოდის, რომ დააინტერესოს აშშ, გავლენა მოახდინოს ჩინეთზე, მოხიბლოს ევროპა, დაამშვიდოს რუსეთი, მიიზიდოს იაპონია და მის ახლო-მახლო მდებარე სხვა ქვეყნები. ნარედნდრა მოდისათვის, რომელიც, სავარაუდოდ, „დიდი ოცეულის“ (G-20) ხელმძღვანელი იქნება, ნერუსდროინდელი „მიუმხრობლობის მოძრაობის“ პაციფისტური მიზნები მოდიდან გავიდა და ადგილი დაეთმო მილიტარისტულ მრავალმხრივ „მიმხრობის მოძრაობას“.

 

სხვათა შორის, ეს ფონემი დღეს შემკავებელი ფაქტორის როლს ასრულებს: ისევე როგორც ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი, ნარენდრა მოდიც თავის სასარგებლოდ იყენებს რუსეთის პრეზიდენტთან კარგ ურთიერთობას, რათა უარი ათქმევინოს უკრაინის ომში ბირთვული იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე. ინდოეთი და ჩინეთი, [რომლებსაც ერთმანეთთან ხშირად აქვთ სასაზღვრო კონფლიქტი], ამ შემთხვევაში სოლიდარულად მოქმედებენ და მზად არიან ვლადიმერ პუტინს დრო მისცენ, რომ კრემლმა სტრატეგიული ხაფანგიდან როგორმე გამოაღწიოს, რომელშიც მან საკუთარი თავი თვითონვე შეიყვანა, მაგრამ პეკინიც და ნიუ-დელიც აუცილებლად მოახდენენ რეაგირებას, თუ მოსკოვს ცთუნება გაუჩნდება უკიდურესი ზომების მიღებაზე.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ