დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

1792 წლის 22 სექტემბერს, საფრანგეთში რესპუბლიკა გამოცხადდა - დღე ისტორიაში 22.09.2022 13:10

"ჯორჯიან თაიმსი" გთავაზობთ 22 სექტემბრის გამორჩეულ მოვლენებს მსოფლიოდან:

 

1792 წლის 22 სექტემბერს,  საფრანგეთში რესპუბლიკა გამოცხადდა.

1939 წლის 22 სექტემბერს, იზმირში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

1959 წლის 22 სექტემბერს, ევროპასა და აშშ-ს შორის პირველი სატელეფონო საკაბელო ხაზი  ოფიციალურად გაიხსნა.

1980 წლის 22 სექტემბერს, პოლონეთში დაარსებიდან ზუსტად 10 წლის შემდეგ, სოლიდარობის კავშირი, ლეხ ვალენას ხელმძღვანელობით, ლეგიტიმური გახდა.

1980 წლის 22 სექტემბერს, 8 წლიანი ირან-ერაყის ომი დაიწყო. ამ ომის დროს დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი დაიღუპა.

1985 წლის 22 სექტემბერს, საფრანგეთის მთავრობამ აღიარა, რომ ამავე წლის 10 ივლისს ჩაძირული,  გრინპისის კუთვნილი  „Rainbow Warrior“-ის გემი მათმა საიდუმლო სამსახურმა ჩაძირა.

1993 წლის 22 სექტემბერს, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის  მუზეუმმა თურქეთიდან არალეგალური გზით გატაცებული „ყარუნის საგანძურის“ დაბრუნება განაცხადა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ