დღე: 29

ღამე: 15

USD 2.8352

EUR 2.7482

ოპოზიციის ნაწილი მთავრობას მიმართავს 22.09.2022 14:10

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მთავრობას მიმართავს, რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაგეგმილი ე.წ. რეფერენდუმები დაგმოს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება დროულად გააკეთოს.

 

ამ თემაზე პარლამენტის წევრებმა თეონა აქუბარდიამ, ხატია დეკანოიძემ, თამარ კორძაიამ, ხათუნა სამნიძემ, ანა წითლიძემ და ანა ბუჩუკურმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

 

დეპუტატები ოფიციალური შეფასების გაკეთებისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისკენ ასევე მოუწოდებენ საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს.

 

მათი განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის საფრთხე საქართველოსაც გააჩნია და ე.წ. რეფერენდუმი, როგორც დამოკლეს მახვილი, საქართველოს თავზეც კიდია.

 

“ე.წ. რეფერენდუმები არაერთმა ჩვენმა პარტნიორმა დაგმო, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით ამ დრომდე ოფიციალური თბილისის პოზიცია და შეფასება არ გაკეთებულა.

 

მიგვაჩნია, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს ოფიციალურმა მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა დაგმოს ე.წ რეფერენდუმების ჩატარება, მით უფრო იმ ფონზე, როცა საქართველოს ტერიტორიების ნაწილი რუსეთის მიერ ოკუპირებულია და ანექსიის ანალოგიური საფრთხე საქართველოსაც გააჩნია“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

 

23-27 სექტემბერს რუსეთი მის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების - კერძოდ, ლუგანსკისა და დონეცკის, ზაპოროჟიეს ოლქის და ხერსონის ნაწილში ე.წ. რეფერენდუმების ჩატარებას გეგმავს, აღნიშნული ტერიტორიების რუსეთთან შეერთების მიზნით.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ