დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

„ნაწილობრივი მობილიზაცია: პუტინი სახიფათო თამაშში ფსონებს ზრდის“ - რას წერს ბრიტანული „ბი-ბი-სი“ 22.09.2022 14:36

დღეისათვის საერთაშორისო მასმედიის ერთ-ერთ მთავარ თემას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება წარმოადგენს, რომელიც „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადებაში გამოიხატა. გთავაზობთ ერთ-ერთ მასალას.


ბრიტანული „ბი-ბი-სი“-ს რუსულმა სამსახურმა (BBC russian) გამოაქვეყნა თავისი მოსკოველი კორესპონდენტის სტივ როზენბერგის სტატია სათაურით „ნაწილობრივი მობილიზაცია: პუტინი სახიფათო თამაშში ფსონებს ზრდის“.


„რამდენიმე თვის განმავლობაში ვლადიმერ პუტინი უარყოფდა, რომ მას უკრაინაში შეჭრის გეგმები აქვს. ცოტა ხნის წინათ კრემლი ასევე უარყოფდა, რომ მას მობილიზაციის გეგმები აქვს. 21 სექტემბერს კი პრეზიდენტმა სამხედრო რეზერვისტების „ნაწილობრივი მობილიზაცია“ გამოაცხადა.


ხომ ამჩნევთ კანონზომიერებას? როცა ვლადიმერ პუტინის წინაშე არჩევანი დგება, ის ყოველთვის ესკალაციას ირჩევს. რუსეთის ლიდერის ბაგეთაგან სიტყვა „დეესკალაცია“ არ ისმის: მის ბოლო მიმართვაში რუსეთის მოსახლეობისადმი არ იყო არც კიევისადმი გაწვდილი „ზეთისხილის ტოტები“ (მშვიდობის სიმბოლო ძველ საბერძნეთში) არც შემრიგებლური სიტყვები აშშ-ის ან ნატოს მიმართ.  მისი გამოსვლა სავსე იყო ანტიდასავლური, ანტიკუკრაინული რიტორიკით და მუქარებით.


ეს ომი პირადად ვლადიმერ პუტინის ომია დასავლეთთან. იგი ახლა ღრმად არის ჩაფლული მასში, მაგრამ, როგორც ჩანს, გამარჯვების იმედი აქვს - როგორც უკრაინაზე, ასევე „კოლექტიურ დასავლეთზეც“. და ამისთვის ბირთვული იარაღით მუქარა იქნება საჭირო, ან ასობით ათასი რეზერვისტის გაწვევა, ესე იგი, ასეც იქნება.


ვლადიმერ პუტინს ხშირდ უწოდებენ პოკერის პოლიტიკურ მოთამაშეს. მან თავისი გადაწყვეტილებით ამ სახიფათო თამაშში ფსონების თამასა ძალიან ასწია, მაგრამ ეს ავანტიურაა. მობილიზაცია, თუნდაც ნაწილობრივი, რომელიც მან გამოაცხადა და რომელსაც, ობიექტურად რომ ვთქვათ, გაურბოდა, მოსახლეობა, დიდი ალბათობით, ენთუზიაზმით არ მიირებს და უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად დიდ ენთუზიაზმს არ გამოამჟღავნებს.


კრემლი თავიდანვე აცხადებდა, რომ უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრა მხოლოდ  „ჩვეულებრივი სპეცოპერაციაა“, რომელიც, წესით, მალე უნდა დასრულებულიყო. სიტყვა „ომი“ დღემდე აკრძალულია რუსულ პროსამთავრობო მასმედიაში. და თუ ომი არ არის, მაშინ მობილიზაცია რატომ იქნა გამოცხადებული?


ვლდიმერ პუტინის პრობლემა იმაშია, რომ უკრაინაში შეჭრა თავიდანვე გეგმის მიხედვით არ განვითარდა. უკრანელმა სამხედროებმა, დასავლური იარაღის დახმარებით, რუსეთის ჯარს უფრო მეტი წინააღმდეგობა გაუწიეს, ვიდრე ამას კრემლი ელოდა. რუსი ჯარისკაცები პოზიციურ ბრძოლებში მოექცნენ და უფრო უარესი - მათ ადრე დაკავებული ტერიტორიებიდან უკანდახევა მოუხდათ.


კრემლი მივიდა დასკვნამდე, რომ ჯარებს ფრონტზე ცოცხალი ძალის დამატება ჭირდებათ. აქედან გამომდინარე - „ნაწილობრივი მობილიზაცია“.


როგორ შეხვდნენ რუსები ამ ახალ ამბავს?


მოსკოვის ქუჩებში ყოფნისას რამდენიმე ადამიანს გავესაუბრე.


„შეშფოთებული ვარ. ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია“, - მეუბება ახალგაზრდა, რომელსაც სერგეი ჰქვია, - არ არის გამორიცხული, რომ სრული მობილიზაციაც გამოცხადდეს“.


„თუ ჩვენი ხელისუფლება ჩვენგან მოვალეობის შესრულებას ითხოვს, - ამბობს მარგარიტა, - ამაზე უკან არ უნდა დავიხიოთ. მე პუტინს 100%-ით მხარს ვუჭერ და ვენდობი. ჩვენ დიდი სახელმწიფო ვართ“.


არსებობს ორი გამოწვევა: ერთი - პუტინისათვის, მეორე - დასავლეთისათვის: ვლადიმერ პუტინის ამოცანაა დააჯეროს რუსები იმაში, რომ დასავლეთი ყოველთვის რუსეთის წინააღმდეგ იყო განწყობილი და ომის დაწყებას გეგმავდა... და რომ დასავლეთის მიზანს რუსეთის განადგურება წარმოადგენს. და თუ ამას კრემლი არ გააკეთებს, მისთვის ძნელი იქნება საზოგადოების დარწმუნება მობილიზაციის გამოცხადების აუცილებლობაში.


დასავლეთისთვის დღეს მთავარი კითხვაა, როგორ უნდა მოიქცეს რუსეთის ლიდერთან, რომელმაც პირდაპირ განაცხადა - ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, რომ დამარცხებას გადაურჩეს.


წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ