დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ბანკის ძარცვის საქმე - რატომ ეძებს პოლიცია გრიგოლ ნარსიას ძმას? 24.09.2022 20:46

ბანკის ძარცვის საქმე - რატომ ეძებს პოლიცია გრიგოლ ნარსიას ძმას? - "შაბათის ეთერს" თავდამსხმელის კარის მეზობელმა დაუდასტურა, რომ პოლიციას კითხვები ნახევარძმის შესახებაც ჰქონდა, დაინტერესდნენ იყო თუ არა ის ბოლოს ჩამოსული იმერეთში.

"ნახევარძმა ჰყავს. გეგუთის ციხეში იჯდა. არ მჯერა რომ თანამზრახველი ჰყავს. ვერავინ მეტყვის, რომ ვიღაცას უთხრა რომ წამოდი ეგ გავაკეთოთო. არ არიან ამ სოფელში ახალგაზრდები. 2 კაცი ვართ. მოხუცები და ქალები არიან სულ. ეს მაგის თავში მოხდა მხოლოდ, მეცოდება"- აცხადებს მეზობელი.

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, გრიგოლ ნარსიას დედა წლებია ემიგრაციაშია. ადვოკატი, ბრალდებულს, ახლო ნათესავმა, საბერძნეთში მყოფი დედის თხოვნით დაუქირავა

ირკვევა ისიც, რომ ცოლს გაშორებული ნარსია, სოფელ ბანოჯაში მეგობარ ქალთან ერთად ცხოვრობდა. შუახნის ქალმა სახლი ნარსიას ბანკში შეჭრისთანავე დატოვა.

სოფელ ბანოჯაში ყვებიან, რომ საქართველოს ბანკზე თავდამსხმელს ფსიქოლოგიური პრობლემები მეათე კლასიდან, მამის მკვლელობის შემდეგ დაეწყო. ირკვევა, რომ ნარსიას მამა ნათლისღების ღამეს მის თვალწინ მოუკლეს.

"სახლში ქურდები შეუვარდნენ. შუშაბანში გამოჭრეს კისერი და რომ შეხედა, ვერ დადგა მის ჭკუაზე. მერე ცუდად გახდა. მეათე კლასში იყო. დედას თბილისში დაჰყავდა სამკურნალოდ"- ამბობს ნარსიას მასწავლებელი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ