დღე: 13

ღამე: 6

USD 2.7103

EUR 2.839

საქართველოში წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი 25.09.2022 10:13

აღმოსავლეთ საქართველოში უახლოეს დღეებში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. 25 სექტემბერს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ზოგიერთ რაიონში სეტყვაც, ქარის სიჩქარე 20-25 მ/წმ-ს მიაღწევს.

meteo.gov.ge-ს თანახმად, ტემპერატურა 26 -27 სექტემბერს, ღამით +5 გრადუსამდე დაიწევს, დღე კი +23+27 ფარგლებში იქნება, ეს დღეები უმეტესად უნალექოდ ჩაივლის.

ნალექია  დასავლეთ საქართველოშიც. 25 სექტემბერს უმეტეს რაიონში  მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი. ტემპერატურა +10 +23 გრადუსი იქნება.

26-27 სექტემბერი დასავლეთ საქართველოშიც უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, ტემპერატურა +8 +31 გრადუსის ფარგლებში იქნება.

ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი თბილისში. 25 სექტემბერს ტემპერატურა +12 +22 გრადუსი იქნება. იქროლებს ჩრდილო დასავლეთის ქარი 17-22მ/წმ სიჩქარით. ქარი უფრო მეტად გაძლიერდება 26 სექტემბერს ღამით და 20-25 მ/წმ-ს მიაღწევს. 26-27 სექტემბერი უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. ტემპერატურა +10 +27 გრადუსის ფარგლებში იქნება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ