დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ხელისუფლება უნდა გაუმკლავდეს ბუნტს“ - ირანის პრეზიდენტი 25.09.2022 16:48

ხელისუფლება უნდა გაუმკლავდეს ბუნტს, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უშლის ხელს, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა განაცხადა.

ხელისუფლების მხარდასაჭერად თეირანის ქუჩებში გუშინ ათასობით ადამიანი გამოვიდა. პარალელურად, ირანის დედაქალაქსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში მასშტაბური ანტისახელისუფლებო გამოსვლები გრძელდება, რომელსაც სამართალდამცველები ძალის გამოყენებით შლიან. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ირანში საპროტესტო აქციებზე 35 ადამიანია დაღუპული.

მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ირანში მას შემდეგ დაიწყო, რაც ეგრეთ წოდებული ზნეობის პოლიციის მიერ ჰიჯაბის არასწორი ტარებისთვის დაკავებული 22-ი წლის მაჰსა ამინი ცემით მოკლეს.

მაჰსა ამინი თეირანში 13 სექტემბერს მორალის პოლიციამ დააპატიმრა და სასიკვდილოდ სცემა. დაკავებიდან რამდენიმე საათში, ამინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სამ დღეში გარდაიცვალა. მომხდარის შემდეგ, ქვეყნის დიდი ნაწილი, მათ შორის დედაქალაქი დემონსტრაციებმა მოიცვა. ირანელმა ქალებმა ჰიჯაბები სახალხოდ დაწვეს

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ