დღე: 13

ღამე: 6

USD 2.7103

EUR 2.839

"იფიქრე იმაზე, რომ შენს ვაჟს ჯანმრთელი და თავისუფალი მამა სჭირდება"- მიხეილ სააკაშვილი ლუკაშენკოს 29.09.2022 19:22

"თუ შენ აფხაზეთს აღიარებ და განსაკუთრებით, თუ შენი ტერიტორიიდან მოხდება, უკრაინაში ახალი შეჭრის მცდელობა - მაშინ, როგორც ჭკვიანმა კაცმა უნდა მიხვდე, რომ ეს დასასრულია!_ ასე მიმართავს სოციალური ქსელიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ იმყოფებოდა.


 

“ჩემი მიმართავა ლუკაშენკოს.
ახლა შენ ჯერ კიდევ გაქვს შანსი გამოხვიდე სიტუაციიდან. თუ შენ აფხაზეთს აღიარებ და განსაკუთრებით, თუ შენი ტერიტორიიდან მოხდება, უკრაინაში ახალი შეჭრის მცდელობა _ მაშინ, როგორც ჭკვიანმა კაცმა უნდა მიხვდე, რომ ეს დასასრულია! მე ვნახე ნიკოლაის ფოტოები, ის ძალიან სიმპატიურია. იფიქრე იმაზე, რომ მას ჯანმრთელი და თავისუფალი მამა სჭირდება!”-წერს სააკაშვილი.



ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ