დღე: 13

ღამე: 6

USD 2.7103

EUR 2.839

პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ოლქების, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა 30.09.2022 02:25

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ოლქების, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

„საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ მიღებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, ხალხთა თანაბარი უფლებებისა და თვითგამორკვევის პრინციპის აღიარებით, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ხალხის ნების გათვალისწინებით, რომელიც 2022 წლის 27 სექტემბერს გამართულ რეფერენდუმზე დაფიქსირდა, ვადგენ შემდეგს: აღიარებულ იქნეს ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა“, - ნათქვამია განკარგულებაში.

29 სექტემბერს, კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი პარასკევს ხელს მოაწერს უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიას.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ანექსიის თაობაზე ე.წ. „რეფერენდუმები“ ჩაატარეს, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ დაგმო და ფიქტიური უწოდა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ