დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

" რუსეთმა მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ტერორიზმის სპონსორია"- ზელენსკი 24.11.2022 00:05

რუსეთმა მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ტერორიზმის სპონსორია, - ასეთი კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ უკრაინული ქალაქების დღევანდელი სარაკეტო დამომბვის შესახებ.

 

მისივე თქმით, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა, რისთვისაც ყველა ევროპარლამენტარს მადლობას უხდის.

 

„რუსეთმა მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა, როდესაც ჩვენი ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ხალხის წინააღმდეგ 67 რაკეტა გამოიყენა”, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

ქვეყნის მეთაურმა მიუსამძიმრა უკრაინელებს, ვინც დღევანდელი დაბომბვის შედეგად ახლობლები დაკარგა.

 

“შედეგი ტრაგიკულია - დაჭრილების დიდი რაოდენობაა, არიან გარდაცვლილები. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი სამძიმარი ყველამ, ვინც ნათესავები და ახლობლები დაკარგეთ. რაც შეეხება ელექტროენერგიას და წყალმომარაგებას, ყველა მუშაობს: ენერგეტიკოსები, საგანგებო სიტუაციების სამსახური, ადგილობრივი მთავრობები. ამოცანა დასახულია. ამ ყველაფერს აღვადგენთ, რადგან ჩვენ უძლეველი ხალხი ვართ. მადლობა ყველა თქვენგანს, თავს გაუფრთხილდით”, -განაცხადა ზელენსკიმ.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ