დღე: 13

ღამე: 6

USD 2.7103

EUR 2.839

"რატომ მიჰყვებით "ნაცმოძრაობას" საფლავში და ყველანაირ საზიანოზე რატომ აწერთ ხელს?!" 24.11.2022 12:31

ნაცმოძრაობამ, მისმა მედიებმა კარგად იციან ორი საფრთხე, რომელიც 2008 წლის შემდეგ მახვილივით არის ჩამოკიდული, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.



მისივე განმარტებით, ესენია:


"1. არაღიარების პოლიტიკა და აქედან გამომდინარე საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ცალკეულ სახელმწიფოებთან და



2. რეფერენდუმების და ანექსიის საფრთხე.

 


წესით, ნორმალური ოპოზიციის პირობებში, ამ ორ საფრთხესთან დაკავშირებულ საკითხებს ძალიან დიდი სიფრთხილით და სიფაქიზით უნდა უდგებოდნენ და ამ საკითხებში მჭიდროდ თანამშღომლობდნენ მმართველ პოლიტიკურ ძალასთან.

 

წლებია ამ პრობლემაზე ვწერ. უამრავი ინტერვიუ და ფეისბუკ პოსტი არსებობს. სხვას გაუკეთებია უამრავი განცხადება. არ ესმით.
ნაცმოძრაობის ინტერესი მესმის. ოღონდ ამ მთავრობის დროსაც მოხდეს ქვეყნისთვის რაიმე დამანგრეველი. მაგრამ სხვები რატომ მიჰყვებით ნაცმოძრაობას საფლავში და ყველანაირ საზიანოზე რატომ აწერთ ხელს?!

 

გამგები გაიგებს რასაც ეხება ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ამას წინათ კი ირანის რეზოლუციის თემაზე ახმაურდნენ. არადა წინა ხელისუფლების პრაქტიკა გრძელდება უკვე 12 წელია, რომელიც სწორი იყო. ეხება ამ ორიდან პირველ საფრთხეს, ოკუპაციის შედეგებიდან გამომდინარე. თავისივე პრაქტიკას შეეწინააღმდეგენ. იგივეა სხვა საკითხებზე, მ.შ. რაზეც დღეს იწყებენ უკვე აჟიოტაჟს. ადროვეთ იმათ, ვისაც ხალხმა მისცა მეტი მანდატი. მარტივია. თუმცა, თქვენ მაინც იგივეს გააგრძელებთ", - წერს სალუქვაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ