დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„თბილისის მერმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და "მზიურის" ტერიტორია 18000 კვადრატული მეტრით გაზარდა“ - ნიკოლოზ კახეთელიძე 24.11.2022 15:06

თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ  კახეთელიძე  ბავშვთა ქალაქ „მზიურისთვის“კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დაბრუნების შესახებ თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც ნიკოლოზ კახეთელიძემ განაცხადა, თბილისის მერმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და მესაკუთეს, ადგილმონაცვლეობის გზით, 18000 კვადრატული მეტრი ჩაუნაცვლა. თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრის თქმით, მოლაპარაკებები მსგავსი ადგილმონაცვლეობების შესახებ  სხვადასხვა არეალებზეც მიმდინარეობს, რის შესახებაც  მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

თბილისის მერმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. მესაკუთრისგან ადგილმონაცვლეობის გზით 18000 კვადრატული მეტრით გაზარდა "მზიურის" ტერიტორია და ქალაქის ცენტრს შემატა მნიშვნელოვანი სარეკრიაციო არეალი. იქ, სადაც უნდა აშენებულიყო შენობა, ახლა მოეწყობა პარკი და ეს ქალაქისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთივე ღონისძიებები მიმდინარეობს სხვა მიმართულებითაც, რის შესახებაც მომავალში გახდება ცნობილი. ამ და სხვა არეალების კეთილმოწყობა და განვითარება  მომავალი წლის ბიუჯეტში აისახება“ - განაცხადა ნიკოლოზ კახეთელიძემ.

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ