დღე: 13

ღამე: 6

USD 2.7103

EUR 2.839

"მზიურის პარკი ფართოვდება და 18 000 კვ.მ-მდე ტერიტორია თბილისელებს უბრუნდება" - გიორგი ტყემალაძე 24.11.2022 16:45

„მზიურის პარკი ფართოვდება, 18 000 კვ.მ-მდე ტერიტორია დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადადის და თბილისელებს უბრუნდება“, - განცხადება ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ დღეს საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

 

გიორგი ტყემალაძემ დედაქალაქის მცხოვრებლებს თბილისის მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიულოცა და კახა კალაძეს მადლობა გადაუხადა.


მინდა თბილისელებს მივულოცო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მზიური ჩვენი ქალაქის მცხოვრებთათვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილი და მნიშვნელოვანი პარკია, რომლითაც ყველა თაობის ჩვენი თანამოქალაქე სარგებლობს.


ეს არის თბილისის მერის ინიციატივა რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ. ხვალ, თბილისის საკრებულოს სხდომაზე, ოფიციალურად დავადასტურებთ და მივიღებთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.


მისივე თქმით, რამდენიმე წლის წინ, განხორციელებული რეაბილიტაციის შედეგად, მზიურის პარკი ერთ-ერთი თვალსაჩინო და განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის დასასვენებელი სივრცე გახდა. ადგილმონაცვლეობის შემდეგ კი როდესაც ტერიტორია თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრება გახდება, შემოერთებულ სივრცეში ახალი პროექტი განხორციელდება, რაც აღნიშნულ ტერიტორიას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ