დღე: 20

ღამე: 14

USD 2.7203

EUR 3.2029

ევროპარლამენტარებმა უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული პასპორტების არაღიარების შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს 24.11.2022 17:11

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას უკრაინისა და საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული პასპორტებისა და სხვა სამგზავრო დოკუმენტების არაღიარების შესახებ, - ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

 

მათივე ინფორმაციით, პარლამენტმა გადაწყვეტილება 531 ხმით 7-ის წინააღმდეგ დაამტკიცა, 34-მა ევროპარლამენტარმა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

 

„წინადადების თანახმად, კომისიამ უნდა გაიაროს კონსულტაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და შეადგინოს რუსული სამგზავრო დოკუმენტების სია, კერძოდ, პასპორტების, რომლებიც არ უნდა იქნას მიღებული, თუმცა, პირები, რომლებიც უკრაინის კონფლიქტს გაექცნენ კვლავ შეძლებენ ჰუმანიტარული ნიშნით ევროკავშირში შესვლას.

 

ევროპარლამენტი მზადაა, გააკეთოს ყველაფერი, რათა გააგრძელოს ზეწოლა რუსეთზე სამართლებრივი და პოლიტიკური საშუალებებით, იმის უზრუნველსაყოფად, რომ პუტინი გადაიხდის მაღალ ფასს ამ უკანონო ომისთვის და უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულებისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო ოფიციალურად დაამტკიცებს, ის ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება და გამოქვეყნებიდან მეორე დღეს ძალაში შევა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ