დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

"ლუგანსკში საავადმყოფოები და პროზექტურები გადავსებულია ოკუპანტებით"-უკრაინის გენშტაბი 26.11.2022 13:30

ოკუპანტები არ წყვეტენ სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმებს, მოწინააღმდეგე კონცენტრირებულია თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების მოქმედებების შეკავებაზე, ჯარების გადაჯგუფებაზე, რათა გააძლიეროს ჯგუფები ლიმანის, ავდიივკასა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებით, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

 

მათივე ცნობით, საპასუხოდ უკრაინელი დამცველები იგერიებენ ოკუპანტების თავდასხმების მცდელობებს, რის შედეგადაც ლუგანსკის ოლქში მოქმედმა რუსულმა ქვედანაყოფებში დიდი რაოდენობით დანაკარგები განიცადა.

 

„მთლიანად, ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაიზარდა სამოქალაქო საავადმყოფოების რაოდენობა, რომლებსაც მტერი ექსკლუზიურად რუსი სამხედროების სამკურნალოდ იყენებს. კრასნი ლუჩი, ანტრაციტი და ლუტუგინო გადავსებულია დაჭრილი ოკუპანტებით, პროზექტურები კი, დაღუპული დამპყრობლების გვამებით“, - აცხადებენ გენშტაბში.

 

უწყების ცნობით, მელიტოპოლში განადგურდა რუსული ძალების საბრძოლო მასალის საცავი, დაშავდა 50-მდე ადამიანი.

 

„ვასილიევსკის რაიონში განადგურდა ორი საწყობი: დაშავდა 130-მდე ოკუპანტი, ასევე განადგურდა შვიდი ერთეული სხვადასხვა სამხედრო ტექნიკა. მიმდინარეობს მოწინააღმდეგის ლიკვიდირებული პერსონალის რაოდენობის დაზუსტება“, - აცხადებენ გენშტაბში.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ