დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

თურქმა სამხედროებმა სირიასა და ერაყში 20-ზე მეტი ქურთი მოკლეს 27.11.2022 10:32

თურქმა სამხედროებმა სირიასა და ერაყში ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციის დროს „ქურთისტანის მუშათა პარტიისა“ და „ეროვნული თავდაცვის ძალების“ 22 წევრი მოკლეს.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 10 ადამიანი ჩრდილოეთ ერაყში, 12 კი ჩრდილოეთ სირიაში დაიღუპა.

ცნობისთვის, 20 ნოემბერს თურქეთის ხელისუფლებამ სირიასა და ერაყში „ქურთისტანის მუშათა პარტიისა“ და „ქურთული სახალხო თავდაცვის ძალების“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაწყების შესახებ განაცხადა.

ოპერაცია სტამბოლში მომხდარი ტერაქტიდან ერთი კვირის შემდეგ დაიწყო, რომლის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა და 81 დაშავდა. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ