დღე: 8

ღამე: -1

USD 2.6441

EUR 2.8913

Balenciaga სკანდალური სარეკლამო კამპანიის პროდიუსერებს სასამართლოში უჩივის 27.11.2022 19:47

მოდის სახლმა Balenciaga-მ სკანდალური სარეკლამო კამპანიის პროდიუსერების წინააღმდეგ, სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სარჩელის მიხედვით, ბრენდი მეორე მხარისაგან მიყენებული ზარალისათვის 25 მილიონი დოლარის კომპენსაციას ითხოვს. სარჩელის მიხედვით, მოპასუხეები არიან საპროდიუსერო კომპანია North Six, Inc, სეტის დიზაინერი ნიკოლას დეს ჯარდინსი და ასევე მისი დაფუძნებული კომპანია. ამ უკანასკნელს Balenciaga ბავშვთა პორნოგრაფიის სასამართლო საქმის რეკვიზიტებად გამოყენებისათვის ედავება. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

როგორც სარჩელშია ნახსენები, სარეკლამო კამპანიის მომზადების ფარგლებში დაქირავებული პირების მხრიდან Balenciaga-ს მასშტაბური ზიანი მიადგა, აღნიშნული სარჩელის მიზანი კი სწორედ ამ ზიანის ანაზღაურებაა. როგორც ბრენდის იურიდიული წარმომადგენლები ამტკიცებენ, სასამართლო დოკუმენტების სეტის დიზაინში გამოყენება Balenciaga-სთან შეთანხმების გარეშე დაიგეგმა და აღსრულდა. ბრენდი ამ ქმედებას განზრახ მავნებლურ, ან უკიდურეს უგუნურ გადაწყვეტილებად მოიხსენიებს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სოციალური მედია განცხადებებმა მოიცვა, რომელშიც ინტერნეტ მომხმარებლები  ბრენდს პედოფილიისა და ბავშვთა პორნოგრაფიის კონტექსტის შემცველი მასალის გავრცელებაში ადანაშაულებდნენ. ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა Balenciaga-მ საყოფაცხოვრებო ნივთების ხაზის გამოშვება დააანონსა და კოლექციის სარეკლამო კამპანია თავის ონლაინ პლატფორმებზე განათავსა. რამდენიმე ფოტოზე ბავშვებთან ერთად აღბეჭდილი იყო ე.წ. teddy bear-ის ფორმის ჩანთები, რომლებიც BDSM ელემენტებით არის გაფორმებული.  რამდენიმე დღის შემდეგ მოდის სახლმა ფოტოები წაშალა და ბოდიში საჯაროდ მოიხადა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ