დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

„აშშ უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკების დაწყების საშუალებას არ აძლევს“ - ლუკაშენკო 27.11.2022 21:12

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ აშშ უკრაინის ხელმძღვანელობას რუსეთთან მოლაპარაკების პროცესის დაწყების საშუალებას „არ აძლევს“. 

ლუკაშენკომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოლაპარაკების პროცესის ძირითადი პრინციპების დარღვევაში დაადანაშაულა. 

„ამერიკელებს სურთ დაამარცხონ ევროპა ერთი დარტყმით და რუსეთის გავლით ჩინეთში ჩავიდნენ. ბუნებრივია, რუსეთის გათელვით. 

უკრაინელების, ზელენსკის შეცდომა ის არის, რომ ის არღვევს მოლაპარაკების პროცესის კლასიკურ პრინციპებს. განსაკუთრებით გიგანტ რუსეთთან საუბრისას. წინასწარ არ შეიძლება პირობების წამოყენება. დაჯექი მოლაპარაკების მაგიდასთან, წამოაყენე ყველა პირობა და მეორე კლასიკური პრინციპი არის კომპრომისი“, - განაცხადა ლუკაშენკომ. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ