დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

„კვლევის შედეგებით, სააკაშვილს ფრჩხილებიდან ნივთიერება დარიშხანი ამოუვიდა“ - შალვა ხაჭაპურიძე 27.11.2022 22:19

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ ექსპრეზიდენტის ლაბორატორიული კვლევის შედეგების შესახებ ისაუბრა.  

მისი თქმით, სააკაშვილს ფრჩხილებიდან ნივთიერება დარიშხანი ამოუვიდა. 

„მიხეილ სააკაშვილის კვლევის შედეგები გადაცემულია აშშ-ში ერთ-ერთ საუკეთესო ტოქსიკოლოგისთვის, რომელსაც დაესვა კითხვები იმ 3 ნივთიერების შესახებ, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის კვლევის შედეგებშია და ასევე ფრჩხილებიდან ამოუვიდა მეოთხე ნივთიერება დარიშხანი. რატომ აქვს 38 გრადუსი სიცხე, წონის კლება და ა.შ. ექიმები ვერ ამბობენ, მას ბევრი დიაგნოზი ვერ დაესვა. 

მე ვთხოვე მიხეილ სააკაშვილს, რომ იქნებ რომელიმე სასამართლოზე წამოვიდეს, რომ შეხედოს საზოგადოებამ და არ გამოვრიცხავ, რომ უახლოესი სასამართლო სხდომა როცა გამოცხადდება, ის მოვიდეს. გადაადგილება უჭირს, ან საკაცით უნდა წამოვიდეს პროცესზე, ან ეტლით“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ