დღე: 8

ღამე: -1

USD 2.6441

EUR 2.8913

"ნელ-ნელა გადადიან ჩვენები დნიპროს მარცხენა ნაპირზეც და ნელ-ნელა გადის ურდო მარცხენა სანაპიროდან!" 28.11.2022 10:31

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

 

"ფრონტებიდან ვითარება უცვლელია! ძირითადად მიმდინაროებს პოზიციური ბრძოლები და არტილერიული დუელები! აქ ადვილია დასაწერად და არტილერიული დუელი და რაკეტების სროლა გუშინ მაგალითად ნიშნავდა დნიპროს, კრივოი როჰის და ჰერსონის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას!

 

ძალიან ფრთხილად გეტყვით, რომ ნელ-ნელა გადადიან ჩვენები დნიპროს მარცხენა ნაპირზეც და ნელ-ნელა გადის ურდო მარცხენა სანაპიროდან!

 

ადრეც დავწერე და გავიმეორებ: ყირიმზე სერიოზული პანიკაა და ჰერსონის მერე მიდის ტვინების რეცხვა-მომზადება პროპაგანძილებში, რო ყირიმიდანაც ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება გავიდნენ!  

 

ასევე სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, ურდო ემზადება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან დათესვისთვის. მიხაილო პოდოლიაკმა ღიად თქვა, რომ დიდხანს მაინც ვერ გაჩერდებიან მანდო. ასე რომ, სავსებით შესაძლებელია, მალე ზაესი დაუბრუნდეს მფლობელს. 

 

ზაპოროჟიეში თუ რამე გამახარებს წლის ბოლომდე და მელიტოპოლის გათავისუფლება იქნება. ყველა თვალსაზრისით ძალიან დიდი ამბავი იქნება. ვნახოთ, ვნახოთ! 

 

ლუჰანსკის მიმართულებით ურდო წერს და ჩვენებიც ნაწილობრივ ადასტურებენ, რომ კრემენნას მიმართულებით მიდის სერიოზული ბრძოლები. აგრეთვე, სვატოვოს მიმართულებითაც. საქმე ისაა, რომ ჰერსონიდან სწორედ აქედან და დონეცკისკენ გადმოისროლეს რეალურად ქმედუნარიანი ძალები! 

 

დონეცკის მიმართულება - ავდეევკა, ბახმუტი, პავლივკა, უჰლედარი, სოლედარი, ნოვომიჰაილოვკა, ოპიტონოე, ვოდიანოე - ყველა ამ დასახლებული პუნქტის მიმართულებით მიდის ძალიან სერიოზული ბრძოლები, ძალიან მძიმე პირობებში, მაგრააამ...... სანტიმეტრით არ დაუხევიათ ჩვენებს უკან. ერთი აზარიანკაში შევიდნენ დღისით და იქიდანაც კუდით ქვა ასროლინეს ჩვენებმა! 

 

ბელარუსის მიმართულებიდან დღეს შემოჭრის საფრთხე და შეტევის დაწყების შანსი მინიმალურია, მაგრამ საფრთხე არ მოიხსნება, ვიდრე არ დავაბაბანებთ ბოლომდე ურდოს, პუტლერს და ლუკაშიე მათხუარს ერთად! 

 

აი ამ დბაბანებისთვის დიდებული რამაა ბრიტანული მაღალი სიზუსტის რაკეტები ბრიმსთოუნ 2, რომელიც გადმოსცეს ჩვენებს ჯიგარმა ბრიტებმა. კიდევ 10 ეკიპაჟი მოამზადეს სიკორსკის სი 61 სი ქინგ ვერტმფრენების სამართავად! რაღაცეები გამოცხვება მალეეე! 

 

ურდოს თვითმფრინავებიც დაფრინავდნენ სატვირთო ამ დღეებში ჩინეთში. უბნობენ, რომ ფორმები და ჯავშანჟილეტები წამოიღესო. 

 

ნუ, თუ ახალი ტალღა მართლა დაიწყო (ვარაუდობენ 10 დეკემბრიდან, თუმცა, ასევე არის აზრი, რომ ახალი წლის მერე) და დამატებითი ასეულ ათასობით ურდოსიკის წასხმა მოუწია ფრონტზე, ჩრდილოკორეული ფორმებიც არ ეყოფა მაგ საქმეს! 

 

სხვათა შორის ეგ მობილიზაცია თუ დაიწყო, ისევ დაიწყებენ დათესვას და მოადგებიან ისევ ლარსს ეს შობელნაშობები! 

ჩინეთზე გამახსენდა, ირანის სიკეთის არ იყოს, ამოუვიდა ხალხს ყელში რეჟიმი და დიქტატურა. აქ კოვიდის ამბავია, მარა ხალხი პეკინში და შანხაიში გამოვიდა და ძირს კომუნუსტური პარტია და ძირს სი ს გაიძახის! 

 

თქვენ სად მიპორწიალობთ სამღერლად თქვე უპატრონოებო! რაის "ჩვენ ერთად"! მთელი რუსეთი რუსეთიდან გარბის თავქუდმოგლეჯილი, მთელი მსოფლიო ამბობს, რომ ამ ომში რუსეთი და პუტლერის რეჟიმი დამარცხდება, ცივილიზებული სამყარო რუსეთს ტერორისტ ქვეყნად განიხილავს და რა ღირს ასეთ ვითარებაში ამ მასკოვიაში სიმღერა და ცეკვა. რა ვიცი, ან მრჩეველი არ გყავთ, ან ოჯახში ერთი გონიერი.

 

უკრაინა იმარჯვებს - საქართველო გაიმარჯვებს - პუტლერის იმპერია ჩვენს თვალწინ ინგრევა! 

დიდება უკრაინას! 

დიდება გმირებს! 

დიდება ერს! 

სიკვდილი მტერს!"- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ