დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

ზუგდიდში მამაკაცმა ბენზინი ჯერ მეზობელს შეასხა, შემდეგ კი თავადაც გადაისხა 28.11.2022 13:06

ზუგდიდში, მეზობელმა მეზობელს ბენზინი შეასხა. ადგილობრივების ინფორმაციით, 60 წლის მამაკაცი ქუთაისის დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა მძიმეა. არსებული ინფორმაციით, 75 წლის კაცმა ბენზინი თავადაც გადაისხა, ის კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა. ასევე, კლინიკაში იმყოფება გარდაცვლილის ძმაც, რომელმაც მეზობლების გაშველების დროს დაზიანებები მიიღო.

 

როგორც ირკვევა, მეზობლებს შორის დავა ყოფით ნიადაგზე გაჩნდა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ის წლების წინ შესაბამის დაწესებულებაში მკურნალობდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ