დღე: 6

ღამე: -2

USD 2.6441

EUR 2.8913

სემეკში მიმდინარე „თვინინგის“ ფარგლებში სამეთვალყურეო კომიტეტის შეხვედრა გაიმართა 28.11.2022 15:07

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) ევროკავშირის მიერ 1, 500 000 ევროთი დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების რიგით მე-4 პროექტის - „განახლებადი ენერგიის რეგულირება საქართველოში“ ფარგლებში სამეთვალყურეო კომიტეტის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა, რომელშიც პროექტის მხარეები მონაწილეობდნენ,  სემეკის წევრმა და პროექტის ლიდერმა, გიორგი ფანგანმა გახსნა.  

 

გიორგი ფანგანმა ისაუბრა პროექტის ეფექტიანობაზე, განხორციელებულ აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე. ყურადღება გაამახვილა განახლებადი ენერგიების გამოყენების ხელშეწყობის მიზნით სემეკის როლის  გაძლიერებაზე.   


 რიგით მე-4 დაძმობილების პროექტის მიზანია განახლებადი ენერგიების განვითარების პროცესის მხარდაჭერა საქართველოს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრებზე არსებული მარეგულირებელი ჩარჩოს ევროკავშირის სტანდარტებთან მისადაგებით. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა სატარიფო სისტემის რეფორმის ჩარჩოს შექმნაზე  გადაცემისა  და განაწილების სისტემის ოპერატორებისათვის ტარიფების გაანგარიშების მიზნით. ასევე, მუშავდება ენერგეტიკის საცალო ბაზარზე წამახალისებელი სქემები მიმწოდებლებისა და მომხმარებლებისათვის, შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ჩარჩო. 


პროექტი - „განახლებადი ენერგიის რეგულირება საქართველოში ხორციელდება ავსტრიის ენერგეტიკის მარეგულირებელი უწყებასა (E-Control) და  გერმანიის ფედერალური ქსელის სააგენტოსთან (BNetzA) თანამშრომლობით. პროექტის პირდაპირი ბენეფიციარია სემეკი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ