დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

„კონგრესმა რუსეთ-უკრაინის ომი უნდა დაასრულოს - ამერიკა ნატოდან უნდა გამოვიდეს“ - უცხოური პრესა 28.11.2022 16:15

„ამერიკის კონგრესმა უკრაინის კონფლიქტი აშშ-ის ნატოდან გამოსვლით უნდა დაასრულოს“, - ნათქვამია გაზეთ The Hill-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „კონგრესმა რუსეთ-უკრაინის ომი უნდა დაასრულოს - ამერიკა ნატოდან უნდა გამოვიდეს“ (ავტორი - ბრიუს ფეინი, აშშ-ის გენპროკურორის ყოფილი მოადგილე პრეზიდენტ რონალდ რეიგანის დროს).


„კონგრესს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულება და ამისთვის ნობელის მშვიდობის პრემიის მიღება შეუძლია: აშშ-ის პარლამენტმა უნდა მიიღოს სპეციალური საკანონმდებლო აქტი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებიდან აშშ-ის გამოსვლის შესახებ. ამით კონგრესი ალიანსს „ძლიერი მუხიდან პატარა რკოდ“ გადააქცევს, რომელიც რუსეთის შეშფოთების ფაქტორი აღარ იქნება“, - ნათქვამია სტატიაში.


ჯერ კიდევ 1798 წელს კონგრესმა საკანონმდებლო წესით გააუქმა საფრანგეთთან დადებული ხელშეკრულება ერთობლივი თავდაცვის შესახებ, ამიტომ აშშ-ს გამოსვლა ნატოდან არ იქნება უპრეცედენტო ფაქტი ან „კონსტიტუციური სიახლე“.


ავტორის აზრით, ნატო ჯერ კიდევ 1991 წელს მოძველდა, როცა მისი არსებობის საფუძველი - საბჭოთა კავშირი, „საბჭოთა იმპერია“ - დაიშალა. აშშ-მა, რომელიც ნატოს წევრად დარჩა და ბიძგი მისცა მის გაფართოებას რუსეთის საზღვრებამდე, ხელი შეუწყო რუსეთის საპასუხო რეაგირების გამოვლენას და უკრაინაში მოსკოვის ჯარების შეჭრის პროვოცირებას. უკრაინა, თავის მხრივ, მზად იყო ბლოკში გაწევრიანებულიყო და ამით კიდევ უფრო დაესუსტებინა რუსეთი. კრემლისათვის უკრაინის ნატოში შესვლა უფრო სახიფათო პერსპექტივას ქმნიდა, ვიდრე ვთქვათ, კარიბის ზღვის კრიზისი აშშ-სათვის.


„ნატოდან აშშ-ის გასვლის მეშვეობით კონგრესი აღმოფხვრის იმ ეგზისტენციურ საფრთხეს, რამაც რუსეთის ჯარის უკრაინაში შეჭრა გამოიწვია და „ჩააქრობს“ აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლების სწრაფვას რუსეთში რეჟიმის შეცვლისათვის, ან მისი დასუსტებისათვის“, - ხაზი აქვს გასმული სტატიაში.


ამერიკის შეერთებული შტატები ნატოს ლოკოოტივს წარმოადგენს, დანარჩენი წევრები კი მას არიან მიბმულები. ამერიკის გასვლა ალიანსიდან, ავტორის აზრით, „ვლადიმერ პუტინს სახის შენარჩუნებაში დაეხმარება“ და მას შესაძლებლობა მიეცემა განაცხადოს, რომ ომის სამხედრო მიზანი უკვე მიღწეულია და საომარ მოქმედებებს შეწყვიტს.


დღეისათვის აშშ-ის ბირთვული და ჩვეულებრივი სამხედრო ძალების ძალა, რომლებიც პენტაგონს რუსეთის გასანადგურებლად ან თავისი მოკავშირეების დასაცავად ჰყავს მომზადებული, გასაოცარი რაოდენობისაა, ხოლო ამერიკის ყოველწლიური სამხედრო ხარჯები, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, 1,7 ტრილიონ დოლარს შეადგენს. „ჩვენ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ მსოფლიოს ისტორიაში, ხოლო რუსეთი ნატოს ევროპული ქვეყნებისათვის რაიმე საფრთხეს არ წარმოადგენს, ამიტომაც, თუ აშშ ნატოდან გავა, ამით მის მოკავშირეებს არაფერი მოუვათ, არანაირი შიში საფუძველი არ იქნება“.


ნატოდან გასვლის შესახებ კონგრესის მიერ მიღებული საკანონმდებლო აქტის მეშვეობით შეწყდება უკრაინის კონფლიქტი, რაც ამერიკას მილიარდობით დოლარს დაუზოგავს“, - დარწმუნებულია ავტორი.


როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, ისე ჩანს, რომ ამერიკა უახლოეს ხანში კიევის დასახმარებლად კიდევ 100 მილიარდ დოლარს დახარჯავს, ანუ ეს ნიშნავს, რომ სანამ ქვეყანა ნატოს წევრი იქნება, ახლო პერსპექტივაში უკრაინის ომი არ დასრულდება.


„დიპლომატიური ძალისხმევა უშედეგოა, რადგან პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი დაბეჯითებით ითხოვს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების (ყირიმის ჩათვლით) დაბრუნებას, რუსეთი კი მათ დაბრუნებას არ აპირებს (დონბასი და ყირიმი უკვე იურიდიულად აქვს „მიერთებული“). კრემლის ჯარების მიერ ჩადენილმა ნგრევამ და დანაშაულებებმა უკრაინელი ხალხი მკვეთრად ანტირუსულად განაწყო და ბუნებრივია, კიევი არანაირ დათმობაზე არ წავა რუსეთის წინაშე“, - წერს ავტორი.


„კონგრესი აშშ-ის ნატოდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებით საკუთარ იმიჯსაც გააუმჯობესებდა და კონგრესის ცალკეული წევრების პოპულარობაც განუზომლად ამაღლდებოდა, მათ ყველა ქება-დიდებას მიუძღვნიდა როგორც მშვიდობისმყოფლებს, მათი სახელი ისტორიაში ჩაიწერებოდა“, - ნათქვამია პუბლიკაციის დასასრულს.


წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ